მიხეილ სააკაშვილი – ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება – პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება – საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე საერთო გეგმის დასახვაა საჭირო. „ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე. ყველა ამბიციის გვერდზე […]

რომან გოცირიძე კახა კალაძეს – ვინაა შენი რომანა?

ვინაა შენი რომანა, შე ქაჯო? – ასე მიმართავს „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე თბილისის მერს, კახა კალაძეს. როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, კახა კალაძეს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს. „ამ კაცს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს. რაც ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიწყეს საუბარი, ფერადი ტანსაცმლის ჩაცმაც კი აუკრძალეს. რაიკომის მდივნებს რომ ეცვათ, იმნაირი ორბორტიანი კოსტიუმებით დაიარება […]

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ამბობს, რომ პარლამენტმა რუსული კანონი არ უნდა მიიღოს

ბიზნესფედერაციამ ქალები მომავლისთვის განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ კანონს არ ეთანხმება და ამბობს, რომ პარლამენტმა იგი არ უნდა მიიღოს. განცხადებაში წერია: “ბიზნესფედერაცია ქალები მომავლისთვის რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. […]

ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან იყო ძალადობა — სტანო

ევროკავშირი გმობს დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ საქართველოში. ამის შესახებ საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. „რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი ერთგულება და მისწრაფება მათი ქვეყნის ევროპული გზისა და ევროპული მომავლის მიმართ. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ასახავს […]

“მაქვს, ოცნება, რომ ედუარდო კამავინგასთან ერთად ვიცეკვო” – ანჩელოტიმ “რეალის” ფანები გაახალისა [VIDEO]

მადრიდის “რეალი” ლა ლიგის გამარჯვებული 36-ედ გახდა. “სამეფო კლუბმა” ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვება საკუთარ ფანებთან ერთად, მადრიდის ქუჩებში აღნიშნა. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “რეალის” ქომაგები გაახალისა. “ერთი ოცნება მაქვს, ედუარდო კამავინგასთან ერთად ცეკვა მსურს”, – განაცხადა ანჩელოტიმ. იტალიელს ფრანგმა შეგირდმა გული არ დასწყვიტა და “პაპა კარლოს” შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.

მოსკოვის მტკიცებით, უკრაინის ირიშების შედეგად, რუსეთში 15 ადამიანი დაიღუპა

კრემლის მტკიცებით, უკრაინის იერიშების შედეგად, რუსეთის ბელგოროდის ოლქში 15 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ჩამოგდებული უკრაინული რაკეტის ნაწილი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუს შეეჯახა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ნგრევისა და აფეთქების შედეგად კი 15 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე ინტენსიური იერიშები მიიტანა, რისთვისაც გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები, “ადლერისა” და „ვამპირის“ მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები. რეგიონის […]

რუსეთის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯარისკაცებზე უკეთ ზრუნვის აუცილებლობაზე საუბრობს

ანდრეი ბელუსოვმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოულოდნელმა არჩევანმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატურაზე, ორშაბათს თქვა, რომ რუს ჯარისკაცებს საცხოვრებელზე, საავადმყოფოებსა და კეთილდღეობაზე უკეთესი წვდომა სჭირდებათ. ბელუსოვი, რომელიც ეკონომისტია, მანამდე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. პარლამენტის საკომიტეტო განხილვაზე, მან ხაზი გაუსვა რუს ჯარისკაცებზე უკეთ ზრუნვის აუცილებლობას. ეს მისი პირველი კომენტარია თავდაცვის სფეროზე მას შემდეგ, რაც ის პუტინმა კვირას, სერგეი შოიგუს […]

შშმ პირები ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს შეუერთდებიან

შშმ პირები ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან. „დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს. ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ […]

„ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა – განცხადება

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გაერთიანება პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, […]

“საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია” – 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით მიმართეს ბორელსა და ვარჰეის

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართავენ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ღია წერილი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია, 10 მაისითაა დათარიღებული. “მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ […]