“ცდებით თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე ნაცების გამო დგას. აქ ხალხი დგას თავისუფლებისთვის.” – კახა კინწურაშვილის ემოციური მიმართვა

“ცდებით თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე ნაცების გამო დგას. აქ ხალხი დგას თავისუფლებისთვის.” – კახა კინწურაშვილის ემოციური მიმართვა მსახიობი კახა კინწურაშვილი ქართველებთან ერთად ევროპული მავლისთვის იბრძვის. “ცდებით თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე ნაცების გამო დგას. აქ ხალხი დგას თავისუფლებისთვის, შვილებისთვის..” ნახეთ ვრცლად, რა განცხადებას ავრცელება მსახიობი პირდაპირ აქციიდან:

“ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ” – რა განცხადებას აკეთებს ნიკოლეიშვილი

“ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ” – რა განცხადებას აკეთებს ნიკოლეიშვილი ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს: „როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ. კარგია, […]

ქალები მომავლისთვის პარლამენტს: არ დაუჭიროთ მხარი “აგენტების შესახებ” კანონპროექტს

ბიზნესფედერაცია ქალები მომავლისთვის საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი “აგენტების შესახებ” რუსულ კანონპროექტს. აღსანიშნავია, რომ ქალები მომავლისთვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძეა, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსისთვის ირაკლი ღარიბაშვილს გმირს უწოდებდა. “ერთი მხრივ, კანონპროექტის სადავო შინაარსი და მეორე მხრივ, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში სერიოზული […]

პიტერ სტანო – სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას ჯოზეფ ბორელი არ იღებს, ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი – ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ სიტუაციას

სანქციები არ არის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, როდესაც ისინი მიაღწევენ კონსენსუსს, რომ სხვა არაფერი მოიტანს სასურველ შედეგს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სტანომ უპასუხა შეკითხვას, ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ […]

ნანა ტოხვაძე – გაფიცული სტუდენტებისა და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს – საქართველოს დამოუკიდებლობას

მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი [სტუდენტები] გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა. ტოხვაძის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, რათა მათ განათლებას, დიპლომს და პროფესიონალიზმს თავისუფალ სამყაროში ფასი ჰქონდეს. „არა მოძრაობა, არამედ ქმედება გაგვიყვანს შედეგზე. მგონი არ დარჩა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც არ შეუერთდა პროტესტს და […]

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი, რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“ – მდინარაძის განცხადება

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი, რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“ – მდინარაძის განცხადება „ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“ მამუკა მდინარე ასე გამოეხმაურა გუშინდელი აქციის მსვლელობასა და “გამჭვირვალობის […]

პარლამენტთან დაკავებულთა შორის აშშ-ის ორი მოქალაქეა, ერთი კი – რუსეთის

პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. დაკავებულთა შორის აშშ-ის ორი მოქალაქეა, ერთი კი – რუსეთის. „აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა“, – წერია შსს-ს განცხადებაში. შსს აღნიშნავს, რომ აშშ-ის ერთ-ერთმა მოქალაქემ უარი თქვა ვინაობის გამხელაზე და […]

„სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“ – ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სავიზო ცენტრის დახურვის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ ცენტრი მაშინ გაიხსნება, როცა ვიზიტორთა მიღება იქნება შესაძლებელი. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება […]

მივმართავთ პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე – CENN

CENN საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. „CENN გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განახორციელა. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი […]

„არა რუსულ კანონს!” – დღეს სტუდენტური მარში გაიმართება

დღეს, 13 მაისს, 19:00 საათზე, “რუსული კანონის” წინააღმდეგ სტუდენტების მარში გაიმართება. მასში მონაწილეობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ. „ვიკრიბებით 7 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. ვიკრიბებით, რომ: · ვუთხრათ – არა რუსულ კანონს! · ვუთხრათ – არა რუსულ რეჟიმს! · ვუთხრათ – არა ძალადობას! · […]