ლევან ცუცქირიძე რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრზე – გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო

გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო, – ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, როგორც შიდა პოლიტიკურად, ასევე […]

7-კაცა მიუნხენში მიდის

ხვალ გამთენიისას საქართველოს 7-კაცა გერმანიაში, მიუნხენში მიემგზავრება, სადაც 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. შეხვედრები 18-19 მაისს გაიმართება. საქართველო ა ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა ითამაშებენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია. 5-დღიანი […]

გაფიცვას კონსერვატორიის სტუდენტებიც უერთდებიან – “არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსების შემლახავ სისტემას”

საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვისა და ამ კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტის ფონზე, სტუდენტების გაფიცვას კონსერვატორიაც უერთდება. “ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი […]

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. 14 მაისს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. სესიის გახსნამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კლინიკა BMS-ში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთის შემდეგ ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებები დაუფიქსირდა. რაც შეეხება ახალშობილს მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ქალი ამავე კლინიკის თანამშრომელი იყო.

საია-ს თავმჯდომარე – ეს კანონი მთლიანად, მისი არსი, შედეგები დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაშორებასთან – მისი შელამაზება შეუძლებელია, ამიტომ კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული

ეს კანონი მთლიანად, მისი არსი, შედეგები დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაშორებასთან – ამ კანონი შელამაზება შეუძლებელია, ამიტომ ეს კანონი უპირობოდ უნდა იყოს გაწვეული,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას არ ხვდება. […]

ბაია პატარაია რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე – ცოტა შოკში არიან, რომ საერთოდ არავინ არ შეხვდათ ხელისუფლებისგან, ეს იყო მათთვის ძალიან მოულოდნელი

ამბობენ, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან წინ არიან, მოლაპარაკებები დაწყებულია, ხოლო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება აღარ განიხილება, – ამის შესახებ „საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბაია პატარაიას განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოში რეალურად ინფორმაციის […]

EU-ს 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონზე ბორელსა და ვარჰეის მიმართავს

ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის. წერილს რადიო თავისუფლება ავრცელებს. წერილში, რომელიც 10 მაისით არის დათარიღებული, ნათქვამია, რომ საქართველოს პროევროპული და დემოკრატიული კურსი საფრთხეშია, ვითარება უარესდება და მთავრობა ფუნდამენტურ […]

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ყაზახეთის ექსმინისტრს 24 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ყაზახეთში დასრულდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მრავალთვიანი სასამართლო პროცესი, ნაფიცმა მსაჯულებმა კუანდიკ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ ცოლის, სალტანატ ნუკენოვას მკვლელობისთვის ბრალდებულს 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბიშიმბაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, ხოლო ვადაზე ადრე შეწყალების მოთხოვნას მხოლოდ 2040 წელს შეძლებს. ყოფილი მინისტრის გარდა, დამნაშავედ ცნეს მისი ბიძაშვილი ბაჰიტჟან ბაიჟანოვი, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის დამალვას ედავებოდა. ბაიჟანოვს 4-წლიანი პატიმრობა […]

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

ბოლო სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე შემდეგი შედეგებით დასრულდა: S&P 500 Index: +0.16% Nasdaq Index: -0.03% Dow Jones Index: +0.32% სასაქონლო ბირჟებზე შემდეგი ვითარებაა: ნავთობი Brent: +0.3% | $78 WTI: +0.3% | $83 RUS Urals: +7.5% | $75 გაზ6 EU TFF: +0.4% | €30 US Gas: +0.6% | $2.5 ოქრო: -0.7% | $2,343 ევროპის რეგიონში […]