რუსეთი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 13 მაისს აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში ბელგოროდის, კურსკის, ლიპეტსკის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყირიმის თავზე უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო. 12 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში 15 ადამიანი დაიღუპა მას მერე, რაც უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამ განცხადების […]
“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია სტუდენტებმა ზუგდიდშიც გამართეს

საქართველოს პარლამენტიდან „აგენტების კანონის” გაწვევის მოთხოვნას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც შეუერთდა. ახალგაზრდებმა ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან გამართეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“. აქ მათ ფიცი დადეს, რომ “დაიცავენ საქართველოს ღირსეულ მომავალს, მის დამოუკიდებლობას და ქვეყნის ევროპულ მომავალს”. სტუდენტები უნდობლობას უცხადებენ „აგენტების კანონს“, რადგან ის, მათი შეფასებით, ხელს უშლის საქართველოს […]
“გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი” – ადვოკატი

13 მაისს პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გუკა რჩეულიშვილი ნაცემია და, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. დაკავებული ბექა ბასილაიამ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა: „სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. აქვს სისხლჩაქცევები. დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ის იყო მშვიდობიანი დემონსტრანტი. პოლიციას მიმართავდა, […]
რა ხდება? პროტესტის დინამიკა 13 მაისის საღამოსთვის

13 მაისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები: · 13 მაისის საპროტესტო ღამისთევა დარბევით დასრულდა. გამთენიისას პარლამენტის შესასვლელები ასობით ძალოვანმა დაიკავა და დემონსტრანტებზე იძალადა. დააკავეს 20 ადამიანი. · დარბევის პარალელურად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი 67 წამში მიიღო. · დარბევის მიუხედავად პროტესტი არ წყდება – დარბევის და რუსული კანონის ერთ წუთში მიღების შემდეგ დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები მარშებს […]
ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება-დღეს გაიმართება ღონისძიება „მეტამორფოზა“

2024 წელს ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. 13 მაისს, 19:00-ზე მწერალთა სახლი და ჩეხეთის ცენტრი თბილისში წარმოგიდგენთ გენიალური მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სახელწოდებით „მეტამორფოზა“. „მეტამორფოზა“ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია ფრანც კაფკას შემოქმედებაში, სწორედ ამიტომ, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული ქორეოგრაფიული წარმოდგენის INSECTUM K. პრემიერა ცნობილი ჩეხი ქორეოგრაფის, ჰონზა მალიკის შესრულებით. […]
საქართველოში მიმდინარე აქციების გამო პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო თავი შეიკავონ აქციებში მონაწილეობისგან. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს […]
“ვერ დავბრუნდებით აუდიტორიებში, სანამ კანონს არ გაიწვევენ”- გაფიცვას GIPA-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ

გაფიცვას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებიც უერთდებიან. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი რუსთაველზე მიმდინარეობს და გაფიცვას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევს. “ჩვენ, ჯიპას სტუდენტები ვუერთდებით ინიციატივას სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ვთვლით, რომ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების გარშემო, არის არაბუნებრივი. ვიწყებთ გაფიცვას – […]
„პატრიკ ჰერნანდესი – ამერიკიდან ჩამოყვანილი ინსტრუქტორი ქვეყნის ასარევად“ – თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი: „პატრიკ ჰერნანდესი – ამერიკიდან ჩამოყვანილი ინსტრუქტორი ქვეყნის ასარევად. ჰოდა იცოდეთ ყველამ, რომ არ აგარევინებთ, ვერ ეღირსებით!“
„ვინაა შენი რომანა, შე ქაჯო?!“ – რომან გოცირიძე კახა კალაძეს

ამ კაცს ინდივიდუალურობაც კი დააკარგვინეს. რაც ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიწყეს საუბარი, ფერადი ტანსაცმლის ჩაცმაც კი აუკრძალეს. რაიკომის მდივნებს რომ ეცვათ, იმნაირი ორბორტიანი კოსტუმებით დაიარება პანაშვიდებზე, იმ ბრძენი კაცის ჩაცმის სტილს რომ დაემსგავსოს. ათეულ ათასობით დოლარის ღირებულების “ფირმა”ტანსაცმელი დაუობდა საწყალს. არა და დახედეთ ამ ფოტოებს, როგორ სტილნად ეცვა, რა ევროპულად, რა […]
ნინო დოლიძე – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოდიფიცირება არ შეიძლება, რადგან ის თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსულია

მთავარი “მესიჯი” იყო ის, რომ საერთაშორისო პარტნიორები ჩამოვიდნენ, რათა თქვან, რომ ამ კანონით წარმოუდგენელია შევძლოთ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმა – პირდაპირ თქვეს, რომ თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საქართველოს ევროპული მომავალი ამ ეტაპზე გაჩერდება, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის […]