მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია ჩაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია ჩაინიშნა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 20:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

მერია – თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე. “სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტების აღკვეთა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა მუნიციპალური ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. […]

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, ამ მოწოდებით ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, ამ მოწოდებით ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, მსვლელობა მოაწყვეს. სტუდენტები სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობენ. მათი თქმით, დაზუსტებული სამოქმედო გეგმა არ აქვთ, თუმცა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ […]

„პირადად, მე, როგორც ერთი ლექტორი, მტკიცებით ვიტყვი, რომ მიმდინარე პროცესი – ეს არ არის ვიწრო პოლიტიკური პროცესი“ – არჩილ გამზარდია

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო ზეწოლას ახდენს უნივერსიტეტებზე, რათა უნივერსიტეტებმა დაგმონ სტუდენტების გაფიცვა და ლექტორების მხარდაჭერა. ზოგადად, უნივერსიტეტები ითვლება აპოლიტიკურ უწყებად და შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს ამ ფაქტორით ზეწოლას. პირადად, მე, როგორც ერთი ლექტორი, ერთი მასწავლებელი 18 წლიანი პედაგოგიური საქმიანობით, როგორც ჟურნალისტი, როგორც პოლიტოლოგი, მტკიცებით ვიტყვი, რომ მიმდინარე პროცესი – ეს არ არის ვიწრო პოლიტიკური პროცესი, […]

„ბარემ ის ორი წამიც დაგემატებინათ და ზუსტად ის გამოვიდოდა, რასაც თქვენ და ბიძინა ერთმანეთს უკეთებთ“ – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს: „67 წამში მიიღეს მონებმა დღეს დილით ეს კანონი მესამე მოსმენით. ბარემ ის ორი წამიც დაგემატებინათ და ზუსტად ის გამოვიდოდა, რასაც თქვენ და ბიძინა ერთმანეთს უკეთებთ“

სამთავრობო მედიები: ო’ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს

დღეს პროპაგანდისტულმა სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. შესაბამისი ინფორმაცია იმედის საინფორმაციო გამოშვებაში 17:00 საათზე გავიდა. სამთავრობო მედიის, იმედის ცნობით, “შედგება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და ჯეიმს ო’ბრაიენს შორის და შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს, რის შემდეგადაც ივანიშვილი გუნდის წევრებს, […]

შეერთებულმა შტატებმა სანქციები 37 ჩინურ კომპანიას დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები 37 ჩინურ კომპანიას დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს განცხადებაში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 26 საწარმო შავ სიაშია „რუსეთში საქონლის მიწოდებაში ჩართვისთვის“, რომლებიც ექვემდებარება ექსპორტის შეზღუდვებს. ჩინური „ბუშტის“ ინციდენტში თანამონაწილეებს შორის კიდევ 8 ჩინური კომპანიაა, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში 2023 წლის თებერვალში რაკეტით ჩამოაგდეს. სიაშია კიდევ 3 […]

ქადაგიშვილი: ივანიშვილი სანქციების შიშის გამო უარს არ იტყვის ქვეყნის ინტერესების დაცვაზე

ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი ფაქტობრივი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავის ქვეყნის ინტერესებისთვის. რაც შეეხება იმას, რომ შემოთავაზება ბატონ ო ბრაიენის მხრიდან იყოს […]

ევროკავშირმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა ერთი წლით გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე იმპორტის შესახებ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელიც ევროპელი ფერმერების პროტესტით არის გამოწვეული. „ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან ორწლიანი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შემდეგ, უკრაინის მიმართ […]

აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

13 მაისს აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი გურამ ადამია კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ეკა ქობესაშვილი. მისი თქმით, გურამ ადამია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა შეუძლოდ და იქიდან გადაიყვანეს კლინიკაში: “შეასახლეს იზოლატორში, იქ გახდა ცუდად, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ის იზოლატორში არ უნდა შეესახლებინათ […]