რუს ბიზნესმენებს, რისკების მიუხედავად, ევროკავშირიდან რუსეთში გადმოაქვთ აქტივები – Bloomberg

მდიდარი რუსები, რომლებსაც ბიზნესი და აქტივები ევროკავშირის ქვეყნებში აქვთ, ცდილობენ, რომ თავიანთი სიმდიდრე რუსეთში ან ე.წ. მეგობარ ქვეყნებში (მაგალითადარაბთა გაერთიანებული საამიროები) დააბრუნონ. სანქცირებული მილიარდერების უმეტესობამ აქტივების სახლში გადატანა გადაწყვიტა. ამის შესახებ Bloomberg წერს. ორმა რუსმა მილიარდერმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, სააგენტოს განუცხადა, რომ მათ ახლა შეუძლიათ ბიზნესის წარმოება რუსეთში და არ ფიქრობენ აქტივების პოტენციურ კონფისკაციაზე. […]
ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან – ირაკლი კობახიძე

დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ ორ ადამიანთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში შედგება ვიზიტები და გაიმართება შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო […]
კობახიძე: სწორედ ევროკავშირია გლობალური ომის პარტიის მთავარი მსხვერპლი

რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების [გლობალური ომის პარტიის] დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე, რომ აქ არ ვგულისხმობ ეროკავშირს და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლუ, თუმცა, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ […]
წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე – ირაკლი კობახიძე

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერის თქმით, გაუმართლებელი კომპრომისების და ამ კომპრომისების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში საქართველო მარტივად გაიზიარებს უკრაინის ბედს. „ამასთან, არანაკლებ დიდი […]
სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები – პრემიერი

რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები ვერ დაიგეგმება, ვინაიდან ხვალ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღება, […]
საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს
საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანა […]
კობახიძე: ივანიშვილს არ აინტერესებს [სანქციების] საკითხი, ისედაც დე ფაქტო სანქციების ქვეშაა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. კობახიძე ამბობს, რომ ო’ბრაიენის მხრიდან ნამდვილად იყო სურვილი შეხვედრაზე, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა. გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილთან შეხვედრას სხვა […]
ირაკლი კობახიძე – როცა ერთ მხარეს არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და მას იწონებთ, ხოლო მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს, რომ მიკერძოებული ხართ

ერთი მხრივ, გმირად ჰყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც პოლიციელს ცოცხლად წვავდა და მეორეს მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და მას იწონებთ, მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად მიკერძოებული ხართ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა […]
ირაკლი კობახიძე – ამ ქვეყნის ვერავითარი “მაიდანი” და უკრიანიზაცია ვერ შედგება – ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო

ამ ქვეყნის ვერავითარი “მაიდანი” და უკრიანიზაცია ვერ შედგება – ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის საერთო სურათია ნული კოორდინაცია და სრული დისკრედიტაცია, ასე რომ საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება. “რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომი, “მაიდანი” და ა.შ. […]
პრემიერი – მოგიწოდებდით, ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე – ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მომხდარი საკმაოდ დიდი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს. „შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, […]