სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. სტუდენტებს, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის მეტროსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
„სრული სიცარიელეა ბიძინას თავში და სიგიჟე მის ხელისუფლებაში“ – დავით ბერძენიშვილი

მთავარი კი ის იყო, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში წელს ჩასატარებელ არჩევნებში ” გლობალური ომის პარტიის” დამარცხების ივანიშვილისეული, არარეალისტური სურვილი და იმედი გააჟღერა. სრული სიცარიელეა ბიძინას თავში და სიგიჟე მის ხელისუფლებაში. ბრძოლა ბოლომდე! ქუჩაშიც, დარბაზშიც, შინ და გარეთ! არა ლუკაშენკას საქართველოში! ოპოზიციაც სწორ კონფიგურაციას პოულობს. შემოდგომაზე დაგითვლით გაცამტვერებულ ბიძინოიდებს!“
„თუ ევროკავშირში მიგვიღებენ აღნიშნული კანონის გაწვევის სანაცვლოდ – დაე გაიწვიონ!“ – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს: „თუ ევროკავშირში მიგვიღებენ აღნიშნული კანონის გაწვევის სანაცვლოდ – დაე გაიწვიონ! სხვა შემთხვევაში – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“
ივანიშვილმა უარი შეხვედრაზე არა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, არამედ დიპლომატებსა და ევროპელ პოლიტიკოსებსაც უთხრა

ბიძინა ივანიშვილი ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარს ეუბნება – ინფორმაციას პრემიერი ირაკლი კობახიძე ავრცელებს. კობახიძის თქმით, ივანიშვილმა უარი შეხვედრაზე არა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, არამედ დიპლომატებსა და ევროპელ პოლიტიკოსებსაც უთხრა. რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას, კობახიძე ამბობს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ისედაც თავს სანქცირებულად გრძნობს და ჯიმ ო’ბრაიენსა და სხვა დიპლომატებთან შეხვედრას თავს სწორედ ამიტომ […]
თბილისში მიმდინარე პროტესტს, სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით მიდიან პარლამენტის შენობასთან, სადაც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია იმართება. დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს – პლენარულ სხდომაზე ამ კანონის მესამე მოსმენა 14 მაისს არის დაგეგმილი. მსვლელობაში მონაწილე სტუდენტების ნაწილი 13 მაისიდან გაფიცულია – 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აქციებში აქტიური ჩართულობის მიზნით, უარი […]
კობახიძე ვეტოზე: თუ პრეზიდენტი არ მოგვცემს გამოყენების შესაძლებლობას, მისი პასუხისმგებლობაა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ირწმუნება, რომ რუსულ კანონში “პოზიციების შეჯერება” პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება რაიმე სახის ცვლილება კანონში, რაზეც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ზურაბიშვილს ყოველთვის “ენჯეოები უწერდნენ ვეტოს კანონპროექტებს და შესაძლებელია, ახლაც გამოყენებული იყოს ეს ინსტრუმენტი”. ის ასევე გამოეხმაურა ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ კანონზე ვეტოს წარადგენს, თუმცა […]
დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან

დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის […]
ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და, მესამე მოსმენის ფარგლებში, ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი – ირაკლი კობახიძე

ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და, მესამე მოსმენის ფარგლებში, ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი – ირაკლი კობახიძე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა: “ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და, მესამე მოსმენის ფარგლებში, ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, […]
„მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას“ – კობახიძე

„მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას“ – კობახიძე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა: „არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს […]
სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტამდე, სადაც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ კვლავ იმართება აქცია

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით მიდიან პარლამენტის შენობასთან, სადაც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია იმართება. დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს – პლენარულ სხდომაზე ამ კანონის მესამე მოსმენა 14 მაისს არის დაგეგმილი. მსვლელობაში მონაწილე სტუდენტების ნაწილი 13 მაისიდან გაფიცულია – 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციებში აქტიური ჩართულობის მიზნით უარი […]