Il Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა. გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა, მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე […]
სტუდენტები მარშით შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ

რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA) და ა.შ. გზად გაერთიანდნენ და ერთად მივიდნენ პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოქალაქეები გუშინ, 12 მაისის საღამოს ათი საათიდან ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოს წინ ერთმანეთს ენაცვლებიან და უწყვეტად […]
ჩინეთი და უნგრეთი ახალ მსოფლიო წესრიგზე შეთანხმდნენ

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირველად ბოლო 5 წლის მანძილზე, ევროპის 5 ქვეყანაში იმოგზაურა. უნგრეთის ლიდერ ვიქტორ ორბანთან ერთად, მან პირობა დადო, რომ ერთად იმუშავებენ ახალ, “მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგზე”. ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთში არსებულ გარკვეულ უთანხმოებებს ჩინეთი სათავისოდ იყენებს.
კორტნი: “ივანიშვილი, საქართველოს მომავალში ხედავს, როგორც კიდევ უფრო მეტად ავტორიტარულ ქვეყანას”

საქართველოში აშშ-ის ორი ყოფილი ელჩი, მიმდინარე მოვლენებს აფასებს. იალოვიცი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთიერთობების 30 წლიან ძალისხმევას სერიოზულად აზიანებს. ის არ გამორიცხავს, საქმე პრემიერ-მინისტრის სანქცირებამდე მივიდეს.
ანალენა ბერბოკი – ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს

ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს. „შეიძლება თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები […]
პრემიერი – გაიმარჯვონ არჩევნებში და გააუქმონ – კანონის გაუქმება ნოემბერში შეუძლიათ

გაიმარჯვონ არჩევნებში და გააუქმონ – კანონის გაუქმება ნოემბერში შეუძლიათ! 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ჩვენ ვეტოს პროცედურას დაველოდებით, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ ნებისმიერი სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდონ – მზად ვართ დისკუსიისთვის! დანარჩენს შევხედოთ!, – ეს განცხადება მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძემ ასევე, აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით არის ნული […]
პრემიერი – მაქვს მოლოდინი, რომ ო’ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით – ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები

მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო’ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით: ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ო’ბრაიენის ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, ო’ბრაიენს სანქციების პაკეტი მოაქვს თუ არა, კობახიძე ამბობს, რომ არ იცის. „მე არაფერი ვიცი. საერთოდ არ ვიცი […]
ირაკლი კობახიძე – კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება – ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება

კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება-უშუალოდ კანონს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მიიღოთო, მოსახლეობის 61%- უჭერს მას მხარს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციას არჩევნებში დამარცხების არ ეშინია, გაუგებარია, რატომ ღელავს კანონპროექტის მიღებაზე, რომლის გაუქმებაც, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე შეუძლია. […]
რექტორთა ნაწილი რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ამზადებს

ტაბულას რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ სტუ-ს რექტორმა დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები ქვემომდებარე განცხადებაზე ხელმოსაწერად მიიწვია. პროსახელისუფლებო განცხადება პროტესტს ემიჯნება და ლექტორებს აფრთხილებს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, 22 უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონის პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამ პროტესტში მათ პროფესორების ნაწილიც უერთდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის […]
ომბუდსმენი: ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და აქვთ დაზიანებები

სახალხო დამცველის რწმუნებულის თქმით, დღეს, 13 მაისს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავებული 23 ადამიანი მოინახულეს. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა დაკავებული მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ძალადობაზე მიუთითებს და აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. “სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი […]