არმაზ ახვლედიანი – მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო – რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას

ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში გაჯიუტებული ივანიშვილი პირადად აგებს პასუხს კონსტიტუციის უხეში დარღვევის, კრემლიდან მომდინარე უზარმაზარი საფრთხეების უპრეცედენტოდ გაძლიერების, ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიზაციის დაბლოკვის გამო, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს. არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ახლა ოპოზიციური ერთობის დროა და დაუყოვნებლივ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას. „დადგა დრო, პატრიოტი მოქალაქეების, ჩვენი საამაყო სტუდენტების […]
USAID-ის ხელმძღვანელი – ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას ძირს გამოუთხრის

საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ, რაც ევროპასთან ინტეგრირებული წარმატებული და დემოკრატიული მომავალისთვის მათ იმედებს ასახავს , – ამის შესახებ USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი აცხადებს. „საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ატარებენ, რაც ევროპასთან ინტეგრირებული წარმატებული და დემოკრატიული მომავალისთვის მათ იმედებს ასახავს. ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ჩაახშობს, რაც საქართველოს […]
„ვისა აქვს ილუზია, რომ ბიძინას ფულისთვის ხდება ეს ამბავი?!. არ მოტყუვდეთ“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს: „მეგობრებო, ბიძინას თავისი ფულის გადარჩენა რომ უნდა, ეს მხოლოდ უმცირესი ფრაგმენტია დიდ სურათში. ნუ წამოეგებით ამ მაიმუნობას. იმედია, არც არავინ წამოეგება – არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. კრემლი ივანიშვილის ხელით ახორციელებს საქართველოს რუსეთში შეთრევის სპეცოპერაციას. ახლა ამბობს, მომეცით ჩემი ფული, არ დამასანქციროთო. ოფშორების კანონიც შემოაგდო. ცხადია, უნდა ეგ […]
მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი – BHTP

Berkshire Hathaway Travel Protection-მა (BHTP) 2024 წლის უსაფრთხო ქალაქები დაასახელა. საერთო რეიტინგის გარდა, ანგარიში ასევე ასახელებს უსაფრთხო ქალაქებს სხვადასხვა მოგზაურთა სეგმენტის მიხედვით – მილენიალებისთვის, ქალებისთვის, უფროსი თაობისთვის, ოჯახებისა და ლგბტ მოგზაურებისთვის. BHTP-ის ანგარიშს მიხედვით, წელს ჰონოლულუ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. BHTP-ის ვიცე-პრეზიდენტი კეროლ მიულერი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ანგარიში უნიკალურია, რადგან ის რეალურ და სანდო წყაროებს […]
„ბიძინა ივანიშვილმა $2 მლრდ ანდო დასავლეთს და ეს თანხა გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა“ – ირაკლი კობახიძე

„2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, ყოველგვარი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ივანიშვილის სანქცირება განიხილება, არასერიოზულია. „სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, […]
2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი – ირაკლი კობახიძე

2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. „9 რეკომენდაციას რაც შეეხება, იქ არსებითი არის ორი საკანონმდებლო პაკეტის მიღება და ამ კვირაშივე შედგება […]
ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს – ანალენა ბერბოკი

ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს. „შეიძლება თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები […]
ლევან ცუცქირიძე რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე – გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო

გაოგნებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო, – ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან ცუცქირიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, როგორც შიდა პოლიტიკურად, ასევე […]
უკრაინამ შეცვალა ხარკოვის ფრონტის მეთაური

უკრაინის მედია იუწყება, რომ ჩრდილოდასავლეთის ხარკოვის ფრონტის დაცვის მეთაური, გენერალი იური ჰალუშკინი პოსტზე შეცვალა გენერალმა მიხაილო დრაპატიმ. 11 მაისს მომხდარი ამ ცვლილების შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან უკრაინული ვებსაიტები RBK და Suspilne. ცვლილება მოხდა რუსეთის ძალების მხრიდან გაძლიერებული იერიშების ფონზე ხარკოვის რეგიონზე. ცნობების თანახმად, დრაპატი შეინარჩუნებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ამჟამინდელ პოსტსაც. მანამდე დრაპატი ხელმძღვანელობდა ხერსონის […]
კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტზე და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიაში გაყინული 2 მილიარდი დოლარის გამო თავს სანქცირებულად აღიქვამს და შანტაჟის ქვეშ საუბარი არ სურს. “ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო […]