ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს – ირაკლი კობახიძე

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი. „პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს […]
22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველის რწმუნებულების განცხადება

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების […]
მოსკოვში დააკავეს უცხოეთში მცხოვრები უფლებადამცველის მამა

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალი” აცხადებს, რომ 12 მაისს მოსკოვში დაუკონკრეტებელი ბრალდებით დააკავეს ჯგუფის უცხოეთში მცხოვრები წევრის, კონსტანტინ კონოპლიანკოს მამა. “მემორიალის” თანახმად, სერგეი კონოპლიანკო წაიყვანეს მოსკოვიდან ჩრდილოდასავლეთით, 180 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ტვერში. “მემორიალი” მუშაობას აგრძელებს მიუხედავად რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა გაუქმებულიყო “მემორიალიც” და მისი მოკავშირე ორგანიზაციაც, “საერთაშორისო მემორიალი”. თებერვლის ბოლოს “მემორიალის” […]
ნავალნის გუნდის დაპატიმრებული ყოფილი ლიდერი პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის უფის გუნდის ყოფილი ლიდერი, ლილია ჩანიშევა – რომელსაც ექსტრემიზმის ბრალდებით ცხრანახევარი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეწყალების თხოვნით მიმართავს. წყაროებმა რადიო თავისუფლებას აჩვენეს პუტინის სახელზე დაწერილი ჩანიშევას წერილი, რომელშიც 42 წლის აქტივისტი ამბობს, რომ უკვე მოიხადა პატიმრობის სამნახევარი წელიწადი და სრულად გადაიხადა 400 000 რუბლის […]
ბერბოკი: ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ინსტაგრამის გვერდზე თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფოტოებს ავრცელებს. გერმანელი მინისტრი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ბერბოკის სიტყვებით, ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ “ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს”. “რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით […]
გირჩი – მეტი თავისუფლება: დღეს დააკავეს და ფიზიკურად იძალადეს ჩვენს 4 მხარდამჭერზე

გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, დღეს დილას აქციაზე მათი 4 მხარდამჭერი დააკავეს. პარტიის ცნობით, პოლიციამ ყველა მათგანზე ფიზიკურად იძალადა. “დღეს პირადად შევესწარით და უმძიმესი კადრებიც ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მორიგი არაადამიანური დარბევისა. დღეს დაკავებულებს შორის არიან ჩვენი მხარდამჭერები: გიორგი კემულარია, მისი ძმა – ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი და ზურა ხომერიკი. ადვოკატის თქმით, გიორგი კემულარია არის საკმაოდ […]
აზერბაიჯანში ნავთობის კომერციული წარმოება 5.7%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარ-აპრილში ნავთობის კომერციული მოპოვება 5.7%-ით შემცირდა, ხოლო კომერციული გაზის წარმოება 4,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, მითითებულ პერიოდში მეტალურგიული პროდუქციის წარმოება 55.0%-ით გაიზარდა, სამშენებლო მასალების წარმოება კი – 44.6%-ით. რაც შეეხება ავეჯის წარმოებას, 36.4%-ითაა გაზრდილი. ქიმიური პროდუქტების წარმოება კი 8.6%- ით. ელექტროენერგიის, გაზისა და […]
ეს არის შანსი, რომ მოასწრო და ჩახტე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების ბოლო მატარებელში, ქართული ოცნება კი ამ შანსს გართმევთ – ჟიგიმანტას პავილიონისი

ეს არის იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ – შანსი, რომ მოასწრო და ჩახტე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების ბოლო მატარებელში – იმიტომ, რომ ეს კარები იღება და იხურება, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღებით ქართული ოცნება ქართველ ხალხს ამ შანსს ხელიდან აცლის. „ქართული ოცნება გაცლით […]
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის, შატილის, გულუასა და მაჭავარიანის ქუჩებზე. „სამშენებლო თუ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტების აღკვეთა და რეკრეაციული სივრცეების დაცვა მუნიციპალური ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ქმედით ღონისძიებებს ვახორციელებთ, მათ შორის, თანამედროვე […]
“საერთაშორისო ამნისტია”: უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ძალა უკანონოდ გამოიყენა

“მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ დამაზიანებელი კანონმდებლობის მიღებას, მისმა წარმომადგენლებმა ღიად წააქეზეს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, რაც ბოლო დღეებში შემაშფოთებელ საფეხურამდე გამწვავდა”, – ამბობს მარი სტრუთერსი, ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიის” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი. ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება უკანონო იყო. ამ განცხადებას “საერთაშორისო […]