უკრაინამ შეცვალა ხარკოვის ფრონტის მეთაური

უკრაინის მედია იუწყება, რომ ჩრდილოდასავლეთის ხარკოვის ფრონტის დაცვის მეთაური, გენერალი იური ჰალუშკინი პოსტზე შეცვალა გენერალმა მიხაილო დრაპატიმ.
11 მაისს მომხდარი ამ ცვლილების შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან უკრაინული ვებსაიტები RBK და Suspilne. ცვლილება მოხდა რუსეთის ძალების მხრიდან გაძლიერებული იერიშების ფონზე ხარკოვის რეგიონზე.
ცნობების თანახმად, დრაპატი შეინარჩუნებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ამჟამინდელ პოსტსაც. მანამდე დრაპატი ხელმძღვანელობდა ხერსონის რეგიონში მიმდინარე ოპერაციებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…