“ 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი“- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი.

პრემიერის თქმით, დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის.

“9 რეკომენდაციას რაც შეეხება, იქ არსებითი არის ორი საკანონმდებლო პაკეტის მიღება და ამ კვირაშივე შედგება მეორე მოსმენა. აქედან ორ კვირაში მესამე მოსმენა, შესაბამისად, ეს პაკეტი იქნება მიღებული. დანარჩენ საკითხებზეც გრძელდება მუშაობა. რეალურად, ვიქნებით ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე. ეს არის თავისი მოცულობით ბევრად უფრო მცირე მნიშვნელობის საკითხები, ვიდრე იყო 12 პუნქტი. მოცულობა რომ შევადაროთ, არის ათჯერ ნაკლები იმ 12 პუნქტზე, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის 12 პუნქტი პირნათლად შესრულდა. ახლა ასევე პირნათლად შესრულდება 9 პუნქტიც. დანარჩენი, ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აქაც აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, შესაბამისად, 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი. დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი. ლიდერი ვართ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თითოეული პარამეტრის მიხედვით. დღეს კანდიდატი ქვეყანაა მაგალითად მოლდოვა და ყველამ ვიცით, რა ვითარებაა მოლდოვაში, დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა, პარლამენტში პრაქტიკულად, ოპოზიცია აღარ დარჩა, პარტიები არის აკრძალული, ადამიანის უფლებების კუთხით არის მძიმე ვითარება, კორუფციის კუთხით არის უმძიმესი ვითარება მოლდოვაში. ეს არის მოლდოვის მდგომარეობა, რომელიც ფორმალურად, წარმოიდგინეთ წინ გვისწრებს ევროპის გზაზე, ამხელა პრობლემების მქონე ქვეყანა. მოლდოვას კონკრეტული მიზეზების გამო უფრო მეტად თანაუგრძნობს გლობალური ომის პარტია. სხვა ახსნა არ აქვს, როგორ შეიძლება დსთ-ს წევრი მოლდოვა იყოს საქართველოზე წინ“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება