საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე. მათი განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის […]

რექტორთა საბჭო განცხადებით ემიჯნება სტუდენტების გაფიცვას – წერილი გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა

საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები განცხადებით ეხმაურებიან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტს და სტუდენტების გაფიცვას. რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე. საბოლოო წერილი სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 14 მაისს, მედიებმა წინა დღეს გაასაჯაროვეს – “ტაბულის” ინფორმაციით, ამ განცხადებაზე ხელმოსაწერად კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დაიბარა. “ფორმულა” კი წერდა, რომ წერილის ტექსტი განათლების […]

„დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება“ – თსუ-ს 273 ლექტორის განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი “რუსულ კანონს” ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ […]

ჯიმ ობრაიენი საქართველოშია

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ჯიმ ობ­რა­ი­ე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შია. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ის სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შეხ­ვდე­ბა. ასე­ვე აუ­დი­ენ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან. სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, ჯიმ ობ­რა­ი­ე­ნი მე­დი­ის კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხებს. ჯიმ ობ­რა­ი­ენს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლიც ჰქონ­და, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უარი უთხრა. რო­გორც […]

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და ორი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ჩაკეტილი არაა. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც. პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს ჩიტაძის ქუჩა, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელია. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაატოვებინა პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერიც. დღეს “ოცნებამ” პლენარულ სხომდაზე საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა განიხილოს რუსული კანონი. აქცია სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად იმართება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაშია. ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში ოფიციალურად დღეს დაიწყო. ბაიდნის გუნდის მაღლჩინოსანი აცხადებს, რომ ომში მყოფ ქვეყნაში კიდევ ერთხელ შტატების მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდა. ენტონი ბლინკელი ზელენსკის ცოტახანში შეხვდება. რუსეთი კი უკრაიანზე თავდასხმას ისევ აგრძელებს.

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტსა და იმ პროექტს შორის, რომელიც ევროკავშირში განიხილება

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი განმარტავს, თუ რა განსხვავებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში დარეგისტრირებულ კანონპროექტსა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც ევროკავშირში განიხილება. როგორც ექსპერტი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირში კანონის სამიზნედ განსაზღვრული არიან შუამავლები, როლებიც მოქმედებენ ავტოკრატიული, არადემოკრატიული მესამე ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით – ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის და არ არის მიმართული ევროკავშირის […]

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. კერძოდ, შსს-ს თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა. აქციის მონაწილეები კი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირების ფონზე აცილებენ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის […]

სტუდენტები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი ფილარმონიასთან შეკრებილ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდებიან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. სტუდენტებს მსვლელობისას თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას აპროტესტებენ.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ცნობით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 120.9 კილომეტრზე არსებულ სახაზო DN500მმ ონკანზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 მაისს 11:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ფასანაურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის […]