ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოფენის ,,RAW Wine Tokyo” სტუმრები ქართული მარნების: „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი და „ანბანი“ ღვინოებს გაეცნენ, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს მეთაური დააკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ბრალდება. რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბარში წყარომ მხოლოდ ის თქვა, რომ სისხლის სამართლის დარღვევას იძებს საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო მთავარი სამმართველო და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მიღების შესახებ უკვე მიმართეს. კუზნეცოვის […]
რუსეთი: უკრაინული დრონი ნავთობის გადამზიდ მატარებელს დაეჯახა

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი რუსულ ნავთობი გადამზიდ მატარებელს დაეჯახა. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ. იერიშის შედეგად მატარებელი გადავიდა ლიანდაგებიდან და ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი. როგორც მედია Baza წერს მატარებლის ორ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, ერთი მათგანი აფეთქდა. სულ იერიშის შედეგად დაზიანდა მატარებლის 9 ცისტერნა, ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა ამ დროისთვის ვერ მოხერხდა.
ლინკევიჩუსი: თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ

თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ. იქ რეპრესიები არასდროს სრულდება და ეს გასაკვირი არაა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრირდება. მაგრამ ევროპა სხვანაირია.
უკრაინა: განადგურებულია რუსული მოიერიშე თვითმფრინავი CУ-25 და 18 დრონი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 13 მაისს 110-ე ბრიგადის მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25. “ოკუპანტისთვის არ უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი უკრაინულ მიწაზე და ცაში. მადლობა დონეცკის ოლქში ჩამოგდებული СУ-25-ისთვის, რომელიც 110-ე მოტორიზებული ბრიგადის ბიჭებმა ჩამოაგდეს. ყოჩაღ, ბიჭებო”! – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოიერიშე თვითმფრინავის განადგურებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გარდა ამისა, 14 მაისის […]
15 მაისს საქართველოს ეწვევიან ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განსახილველად, ხვალ, 15 მაისს თბილისს ეწვევა ოთხი ევროპელი მინისტრი. ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის და ნატოს წევრი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული […]
გიორგი ბოტკოველი – დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის, ამათ მეტი არაფერი დარჩენიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მათთვის უკუშედეგს გამოიღებს

დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის, ამათ მეტი არაფერი დარჩენიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკუშედეგს გამოიღებს მათთვის და ქართველი ხალხისთვის გამარჯვებას მოიტანს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში შესვლამდე განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს დეპუტატის მოწმობა უნდა აჩვენოს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი შეშვება მოხდეს. „მთავარი სათქმელი თქვა ქართველმა ხალხმა და საბოლოოდაც იტყვის […]
ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. ცენტრალურ პარკში შეკრებილები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს და საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს. „საკლასო ოთახების ნაცვლად ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონპროექტს“, რომელიც გარდა ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვისა, ცხადად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი თაობის მომავალს. […]
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს. სამართალდამცველებს დაკავებული აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე […]
ბათუმის უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ბათუმის უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტუდენტებს ლექტორების დიდი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს. „აქცია გაგრძელდება, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია ქვეყანაში. მსვლელობას ვგეგმავთ, მშვიდობიანი ფორმა შენარჩუნდება, სამოქმედო გეგმა კი ყოველდღიურად იცვლება. მთავარია “არა რუსულ კანონს”, – აცხადებენ შეკრებილები.