„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. კერძოდ, შსს-ს თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა. აქციის მონაწილეები კი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირების ფონზე აცილებენ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის […]

პარლამენტთან „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტი დღეს „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ მესამე მოსმენით განიხილავს. განხილვის დაწყებამდე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან “რუსული კანონის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას უერთდებიან სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვალდებულია, კანონპროექტი უკან გაიწვიოს. დეპუტატების ნაწილი უკვე პარლამენტშია. ისინი სპეცრაზმის […]

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოფენის ,,RAW Wine Tokyo” სტუმრები ქართული მარნების: „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, […]

2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებას და ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება – Gnomon Wise

2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებას და ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება – Gnomon Wise კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია. 2022 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს აღწევდა. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება, რუსეთიდან ადამიანური და […]

იენს სტოლტენბერგი – ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს

ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობითი ომის წარმოების შესაძლებლობას აძლევს, ჩინეთია. „იგი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ისინი რუსეთს შეიარაღებისთვის და მოწინავე ტექნოლოგიებისთვის კრიტიკულ კომპონენტებს აწვდიან, რაც რუსეთს რაკეტებისა და დრონების წარმოების საშუალებას […]

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულები დღეს მარშს გამართავენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. სტუდენტებს პროტესტს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორი შეუერთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას და უარს ეუბნებიან სადავო კანონპროექტს. მათი თქმით, ბრძოლა მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება. „აკაკი […]

სტივენ ბლოკმანსი – კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა: ვხედავთ დაშინების, პოსტერების კამპანიას – მსგავსი რეპრესიული მექანიზმები გამოყენებულია რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში

კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა – თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად მოვაჭრეებთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს – შპს „ექსელ ელექტრონიქსს“, შპს „აითრეიდერის“, შპს „Delfos Group“-ს, შპს „აისტაილის“, შპს „სელენე“-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“, შპს […]

მართლმადიდებლები წმინდა თამარ მეფეს იხსენიებენ

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. „დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი […]

სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მყოფ დემონსტრანტებს – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, მთავარი არხის ეთერში წაიკითხეს განცხადება და თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს. “შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, […]