აქციის მონაწილეებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ

პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ. ისინი პარლამენტთან მწერალთა სახლიდან მივიდნენ. მარშის მონაწილეები სკანდირებე: “საქართველო” და აქვთ ბანერი წარწერით: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე”. ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას […]

„ეს არის რუსული ჩარევა საქართველოში“ — ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი რუსულ კანონზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გრანტ შაპსი რუსული ჩარევის მაგალითად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს. ამის შესახებ შაპსი Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს არ ადევნებს, ცხადია, რომ ეს არის რუსული ჩარევა საქართველოში, ისევე, როგორც რუსეთის ჩარევა ვნახეთ უკრაინაში, თუმცა, უფრო აგრესიული, რა თქმა უნდა. პუტინს არ შეუძლია, რომ არ ჩაერიოს — ზოგჯერ […]

რა წუხილი გაუზიარა ო’ბრაიენმა კობახიძეს? – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა – შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს: “გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს […]

პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, პლენარული სხდომიდან გააძევა. სიტყვით გამოსვლისას ჩარკვიანი უმრავლესობის წევრებს მიმართავდა: “მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება…გაიწვიეთ ეს კანონი, სამარცხვინო, მოღალატეობრივი…” ჩარკვიანს პაპუაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა და შენიშვნა მისცა “სიძულვილის ენის გამოყენეისთვის.” ცოტა ხანში კი დარბაზი დაატოვებინა. პლენარული სხდომა, სადაც ცოტა ხანში რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა უნდა დაიწყოს, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს […]

“ოცნების” დეპუტატები ბექა ლილუაშვილსაც დაესხნენ თავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ ისევ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. “ოცნების” დეპუტატები ამჯერად პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლამ გააღიზიანა. “ვინ ურეკავდა შვილებს ერთი გამაგებინე, არაფერი შეგეშალოს, ნაცმოძრაობაში ხომ არ გერევი, არავისში არ შეგეშალო, დამშვიდდით ყველა, თქვენ სიტყვაში თქვით თქვენი სათქმელი, აქ ის ხომ არ გგონიათ მართლა, 20 სპეცრაზმელი რომ ერთ […]

შეხვედრა მქონდა ჯიმ ო’ბრაიენთან, შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე – პრემიერი

შეხვედრა მქონდა ჯიმ ო’ბრაიენთან, შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე – პრემიერი “შეხვედრა მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან. ხანგრძლივ შეხვედრაზე, შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე, რასთან დაკავშირებითაც ერთმანეთს საკუთარი წუხილები გავუზიარეთ.”- წერს სოციალურ ქსელში პრემიერი […]

შენგელია CU-დან ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გაშვებას უარყოფს

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია CU-ს უკვე ყოფილი დეკანის, სოსო ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. BM.GE-სთან ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ მის გაშვებას ისედაც აპირებდა, რადგან მუშაობით უკმაყოფილო იყო და გათავისუფლება ამ დღეებს “უბრალოდ დაემთხვა”. “უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. იმ დღეს კი დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა და გადავწყვიტე, […]

ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს

ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. ამის მიზეზად ის უნივეტრსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას ასახელებს. “ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს”, – წერს ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, დავით ქაშიაშვილი ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი დავით ქაშიაშვილი ტოვებს. მისი თქმით, უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო წყვეტს. “ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა, მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, […]

როთი: მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჩვენი მასპინძლობისთვისა და შთამაგონებელი საუბრისთვის

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. “გაბედული ქალბატონი, რომელიც იბრძვის საქართველოს ნათელი მომავლისთვის ევროპის შუა გულში. მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მასპინძლობისთვისა და შთამაგონებელი საუბრისთვის თბილისში, ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. დარჩით ძლიერები და იყავით ფრთხილად!”. – წერს მიხაილ როთი X-ზე. აქამდე, როთმა დაწერა, რომ […]