აქციის მონაწილეებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ

პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ.
ისინი პარლამენტთან მწერალთა სახლიდან მივიდნენ.
მარშის მონაწილეები სკანდირებე: “საქართველო” და აქვთ ბანერი წარწერით: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ ვეტოს დადებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი