ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე ლექტორ-მასწავლებელმა სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ. „მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ–ს სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ-მასწავლებლების პოზიცია. […]

პესკოვი: საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი

კრემლში საქართველოს საშინაო საქმე უწოდეს „აგენტების კანონის“ მიღებას და განაცხადეს, რომ ამ საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს სიტუაციაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა „უცხოეთის აგენტების“ კანონის პარლამენტში განხილვის გამო. პესკოვის პასუხის თანახმად, „არაერთხელ თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს საშინაო საქმეა“, რომელშიც […]

აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ – როთის განცხადებით, პარლამენტის შენობაშიც კი არ უმასპინძლეს

მეორე დღეა, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. “საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ, იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე […]

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო ვლადიმირ კარა-მურზას განაჩენის თაობაზე საჩივარი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას განაჩენის გასაჩივრება. მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. კარა-მურზამ არ აღიარა დანაშაული, მის მომხრეებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მას პოლიტიკური მოტივებით დევნიან. განაჩენის თანახმად, მან რუსეთის არმიას უსაფუძვლოდ დასდო ბრალი […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის […]

მთავრობა: კობახიძემ და ო’ბრაიენმა ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე”. მთავრობა აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ და ჯიმ ო’ბრაიენმა “ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”. […]

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი არაკაცს უწოდებს სოსო ბერიკაშვილს, რომელიც მას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილი დეკანი, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ის უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ხელისუფლების კრიტიკისთვის, თუმცა ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია ჩაუწერეს. “29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე […]

საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის – პრეზიდენტი

„საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის “- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი […]

„სასტუმროებში ქართველი დამსვენებლების ჯავშნები შემცირდა – არ არიან დასვენებისკენ მომართულები“

დედაქალაქში ერთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ მეორედ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შემცირდა თუ არა ბოლო პერიოდში სასტუმროებზე მოთხოვნა. „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ სასტუმროებზე მოთხოვნა ქართველი დამსვენებლის მხრიდან შემცირდა. როგორც კოკაია „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში […]

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ნინიკო რობაქიძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ნინიკო რობაქიძე ტოვებს და საუბრობს იმაზე, რომ უნივერსიტეტის მიერ დღეს დაფიქსირებული პოზიცია და ლექტორ სოსოს ბერიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მიუღებელია. “კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან ვთანამშრომლობ, როგორც მოწვეული ლექტორი. უნივერსიტეტში ისეთ სტუდენტებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე მე ვასწავლე მათ. ვამაყობ მათთან ჩემი ურთიერთობით, მათი წარმატებით. ვამაყობ მათი აქტიური მოქალაქეობით […]