ბერიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ ლექტორები კავკასიის უნივერსიტეტს პროტესტის ნიშნად ტოვებენ

მას შემდეგ, რაც ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გაათავისუფლეს, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ სხვა 4-მა ლექტორმა განაცხადა. ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ გაათავისუფლეს კავკასის უნივერსიტეტის ეკეონომიკის სკოლის დეკანის პოზიციიიდან. ბერიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ პირადად უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით ათავისუფლებდა, მიზეზად კი მმართველი პარტიისა დამფუძნებლის, […]

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. პუტინისთვის ეს პირველი უცხოური ვიზიტი გახდება პრეზიდენტად მომდევნო ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის. პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავენ ძირითად სფეროებს ორმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის მეტი განვითარებისთვის და […]

კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი […]

ლარი წლიურად 10.4%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი გაუფასურდა

მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6558-დან 2.6818-მდე (0.98%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.8675-დან 2.9123-მდე (1.56%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6953 და 2.9063 შეადგინა. მარტში ლარი- დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7128 იყო, მინიმალური კი – 2.6570. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, […]

„სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის“ – კახა შენგელია

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას განცხადებით, უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი სოსო ბერიკაშვილი შექმნილ ვითარებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მას სოსო ბერიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა სამსახურიდან, პასუხის მისაღებად „რადიო თავისუფლება“ დაუკავშირდა. „სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის […]

შარლ მიშელი – ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას

ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა დასავლეთს საქართველოზე რუსეთის გავლენის ზემოქმედების პრევენცია. „ძალიან ნათელია, რომ რუსეთის მიზანია ძირი გამოუთხაროს ყველგან, სადაც […]

პარლამენტის თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. პაპუაშვილის გადაწყვეტილება მოჰყვა თამარ ჩარკვიანის გამოსვლის შემდეგ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას. უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც ჩარკვიანმა საკუთარ განცხადებაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“ უწოდა, მას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა სხვადასხვა რეპლიკით მიმართეს. პაპუაშვილმა კი მას მოუწოდა, „სიძულვილის ენით ნუ ისაუბრებს“. […]

შარლ მიშელი – ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნები იქნება მკაფიო სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობა, რა მიმართულება სურთ ქართველებს თავიანთი ქვეყნისთვის

ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს. ჩვენ ვართ თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების მხარეს და ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ვცადოთ საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, გააკეთონ, რაც საჭიროა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყოდა იმ ხალხს, რომელიც საქართველოში აქციებს მართავს. „ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს. […]

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასრულებისას კი მედიასთან აუდიენციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჯიმ ო’ბრაიენი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამასთან შეხვდა […]

ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეხვედრაზე მათ შორის იმყოფება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ასევე “სამართლიანი არჩევნები”. როგორც შეხვედრამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. “ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც უნდა გადაწყდეს საქართველო საით მიდის, […]