კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას

კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. მათი თქმით, “განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით კავკასიის უნივერსიტეტის საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე”. “ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 […]
შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და იმუქრება, რომ “სამართალდარღვევას მოყვება რეაგირება”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოუწოდებს აქციის მონაწილეებს “პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში”. “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება”- ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი […]
პარტია ლელო ბოიკოტის რეჟიმში გადადის

პარტია ლელო ბოიკოტის რეჟიმში გადადის და საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბრიფინგზე დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განცხადება წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. “ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს. ისინი ემსახურებიან საქართველოს ოკუპანტს, რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ევროატლანტიკური კურსის დაცვა, ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის […]
ლელო გადადის ბოიკოტის რეჟიმში – განცხადება

პარტია “ლელო” განცხადებას ავრცელებს და ბოიკოტს დღეს, ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ გააფორმა ის რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობთ. ქართული ოცნება ესაა რუსული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების სამსახურში ყოფნა. ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული დღე ახსოვს და ახსოვს ბევრი დიდი გამარჯვების დასაწყისი. როგორც წესი ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეებისა და ქვეყნის […]
შსს ანტირუსული აქციის მონაწილეებს მიმართავს

“ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან ანტირუსული აქციის მონაწილეებს მიმართავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება […]
,, ის (სოსო ბერიკაშვილი) იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი” – კახა შენგელია

,,კავკასიის უნივერსიტეტის” რექტორი კახა შენგელია მისი უნივერსიტეტის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ეზმაურება: ,,ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. […]
ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა – დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს – მირიამ ლექსმანი

ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას და ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს“, – წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.
კავკასიის უნივერსიტეტი 9 ლექტორმა დატოვა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლიდან სოსო ბერიკაშვილი დეკანის პოზიციიდან გაათავისუფლეს, უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ. ამ დრომდე, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „კავკასიის მედია სკოლის“ ლექტორებმა: · ნიკო ნერგაძე „კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”, – წერს ნერგაძე. · ლევან ბერძენიშვილი „ჩემთვის აბსოლუტურად […]
ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასი ფესტივალში “International Blacksea Theatre Festival” მონაწილეობდა

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასმა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “International Blacksea Theatre Festival”, წარმოადგინა სპექტაკლი “ზვავი” – თურქი დრამატურგის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის მიხედვით, სპექტაკლი „ზვავი“ ახმეტელის თეატრში კოპროდუქციის შედეგად აზერბაიჯანელმა რეჟისორმა – ირადა გოზალოვამ 2019 წელს განახორციელა. “ზვავი“ წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე. ავტორი ამ პიესით ეხმიანება ისეთ აქტუალურ და […]