შსს აქციაზე: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება”. “საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”. – წერია შსს-ს განცხადებაში. […]

ლექტორები, რომლებმაც ამ დრომდე კავკასიის უნივერსიტეტი დატოვეს

14 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა “ბიძინას გინების” გამო მისი გაშვება მოსთხოვა, მისივე ინფორმაციით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და სამსახურიდან “რეორგანიზაციის საბაბით” გაუშვეს. ამის შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ და ამის მიზეზად […]

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, რუსიკო კობახიძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი რუსიკო კობახიძე ტოვებს. “მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო, ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო”, – წერს კობახიძე. ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა და სალომე უგულავამ.

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, დავით ჭუმბურიძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, დავით ჭუმბურიძე ტოვებს. ჭუმბურიძე წერს, რომ ვერ დარჩება უნივერსიტეტში, რომელშიც “ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ”. “მეც ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს საოცარი სტუდენტებისთვის და შესაძლებლობისთვის და ბოდიში, რომ ამ ფორმით გაგებინებ ამ ამბავს”- წერს […]

სალომე აჩბა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტოვებს

სალომე აჩბა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტოვებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთია, რომელმაც რომელმაც უნივერსიტეტების საერთო განცხადებას ხელი მოაწერა. “ბოდიში, ვეღარ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მადლობა 2017 წლიდან დღემდე ჩემს ყველა სტუდენტს, ძალიან ვამაყობ თქვენით. განსაკუთრებული მადლობა კი ყოველთვის პრინციპულ და ღირსეულ მაგდა მემანიშვილს”, – წერს აჩბა. დღეს, 14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო […]

“კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე” – საქართველოს ეროვნული პლატფორმა

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებს, რომ დღეს რუსული კანონის დამტკიცება იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს კანონის მესამე მოსმენით მიღების გამო და აღნიშნავს, რომ ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირთან, აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან საქართველოს ურთიერთობას. “საქართველომ ბოლო 30 […]

თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. აქუბარდიას თქმით, ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, საქართველოს დემოკრატიის დასამარებას და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ სვლას. „ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და […]

მირიამ ლექსმანი – ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა – დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს

ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას და ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ დგას. „ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი […]

ფინანსთა სამინისტრო – საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის კავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში, რაც კანდიდატი ქვეყნების ევროპულ სემესტრში ინტეგრირებისთვის მომზადების ინსტრუმენტს წარმოადგენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ქ. ბრიუსელში, მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭოს (ECOFIN) შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან ერთად ესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ წელს, 15 იანვარს საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ […]

ნათია თურნავამ ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური მრგვალი მაგიდის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი. ინფორმაციის თანახმად, საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკავშირისა და პარტნიორი […]