17:00 საათიდან პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედება

პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ “საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – სალომე სამადაშვილმა, ტარიელ ნაკაიძემ და თამარ […]

ნაცვლიშვილი: ოცნება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან – ლელო აცხადებს საპარლამენტო ბოიკოტს

პარტია ლელო საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს, მაშინ, როდესაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა კონსტიტუცია, ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში. ქართული ოცნება პარლამენტში დამარცხებულია, ის გასულია პოლიტიკური […]

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. ამ დროიდან, საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, “გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა” პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების წითელი დონე “მის გაუქმებამდე” იმოქმედებს, რაც როდემდე გაგრძელდება – ჯერჯერობით, უცნობია. რუსულმა რეჟიმმა 84-ხმიანი მხარდაჭერით რუსული კანონი მესამე მოსმენით […]

შარლ მიშელი: „იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, ის პერსონალურად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. მისივე თქმით, რამდენიმე თვეში ქართველებს ექნებათ შესაძლებლობა, ლეგიტიმურობა მისცენ იმ გზას, რაც მათ უმრავლესობას საკუთარი ქვეყნისთვის სურთ. ამის შესახებ შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, სადაც ევროპული მმართველობის მომავალსა და ღირებულებებზე საუბრობდა. საქართველოს შესახებ პირველი კითხვა მისი მისამართით შეეხებოდა იმას, თუ რას […]

კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები პროტესტის ნიშნად ტოვებენ

მას შემდეგ, რაც ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ კავკასის უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გაათავისუფლეს, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ კიდევ 8 ლექტორმა განაცხადა. მათი პროტესტის მიზეზი, ბერიკაშვილის საქმის გარდა, არის უნივერსიტეტის პოზიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია შეუერთდა იმ 38 რექტორს, რომლებმაც გააკრიტიკეს საკუთარი უნივერსიტეტის ის სტუდენტები და […]

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში

ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი. ომი, რომელიც გამოუცხადა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები […]

შსს – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში – ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“. ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების […]

ნიკოლ ფაშინიანი – რომელ წელს ვისურვებდი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანებას? – წელს

ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული თანამშრომლობა ევროკავშირთან. მოხარული ვართ იმით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო სამოქალაქო მისია განლაგებულია აზერბაიჯანთან ჩვენს საზღვარზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სამოქალაქო მისია, მაგრამ ეს არის ერთგვარი ახალი ფაქტორი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. „და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ერთგვარად ჩართულია სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების […]

ნინო დოლიძე – აშშ ძალიან ცდილობს ქართველ ხალხს დაეხმაროს რთულ პერიოდში – არ უნდა გამოვრიცხოთ არანაირი ზომის მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის

ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ცდილობს ქართველ ხალხს დაეხმაროს რთულ პერიოდში – არ უნდა გამოვრიცხოთ არანაირი ზომის მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის […]

გორის მერია – გორის ცენტრალურ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის ცენტრალურ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. კერძოდ, ამჟამად თუთარაშვილისა და გიგაშვილის ქუჩებზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 217 მეტრი გზის რეაბილიტაცია. „პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. სამუშაოების ღირებულება 277 355 ლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.