თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლ „ზვავით“ წარსდგა

თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასმა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “International Blacksea Theatre Festival”, სპექტაკლი “ზვავი” წარმოადგინა. პიესის ავტორი თურქი დრამატურგი – თუნჯერ ჯუჯენოღლუა. სპექტაკლი „ზვავი“ ახმეტელის თეატრში კოპროდუქციის შედეგად აზერბაიჯანელმა რეჟისორმა – ირადა გოზალოვამ 2019 წელს განახორციელა.
ზვავი „ წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხავადასხვა თეატრების სცენაზე. ავტორი ამ პიესით ეხმიანება ისეთ აქტუალურ და მუდმივად მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა დანერგილი შიში ადამიანებს შორის და რა ხდება მაშინ, როდესაც წესები ირღვევა და ვხვდებით რომ ცვლილებების დროა? ხმას ვიღებთ! მთელი სამყაროს გასაგონად ვიღებთ ხმას და ვემზადებით ცვლილებებისთვის, რომელიც განპირობებულია თავისუფლების მოპოვების სურვილით.
სპექტაკლის ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს 13 ივნისს, ახმეტელის თეატრში ექნება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია