ყველაფერს განიხილავენ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად – ნინო დოლიძე ო’ბრაიენთან შეხვედრაზე

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ცდილობს და ამისთვის ყველაფერს განიხილავს. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამას წინასწარ არ ამბობენ, თუმცა არანაირი ზომები არ უნდა გამოვრიცხოთ. „ასეთი მაღალი დონის ვიზიტი […]
აწსუ-ს ლექტორთა ნაწილი რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს უერთდება

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი უერთდება რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარს უჭერენ საკუთარ სტუდენტების გადაწყვეტილებას გაფიცვის შესახებ. “ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ვაპროტესტებთ “კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში […]
პარლამენტში ამოქმედდა წითელი დონე გაუქმებამდე

საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 საათიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. პარლამენტის განცხადებით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. პარლამენტმა დღეს 84 ხმით, მესამე მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო რუსული კანონი. დილით დაანონსებული იყო, კანონპროექტის განხილვის მერე […]
სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მხარი დაუჭირეს

ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას კვლავ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ქირურგიული ოპერაციის გამო ვერც მეორე მოსმენით კენჭისყრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. პირველი მოსმენით კი მან კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა მისცა 84-ე დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც აშშ-ში მივლინების გამო, მეორე […]
ბელგოროდში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება. როგორც ASTRA იუწყება, მაშველებმა დაღუპული ქალის გვამი იპოვეს მეზობელ სადარბაზოში, რომელიც ასევე სერიოზულად დაზიანდა. მაშველები იქ დიდხანს ვერ შედიოდნენ განმეორებითი ჩამოშლის საფრთხის გამო. მოგვიანებით საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ განაცხადა, რომ სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილას ერთი ცხედარია ნაპოვნი. […]
კანონის მიღებას პარლამენტთან დაძაბულობა მოჰყვა – აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯებირი გაჭრა

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე დემონსტრანტმა პარლამენტთან აღმართული თუნუქის ჯებირი ნაწილობრივ გაჭრა – პოლიცია დგას არა უშუალოდ ჯებირის, არამედ რამდენიმე მეტრით დაშორებული ჭიშკრის უკანა მხარეს. პარალელურად, შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“. მანამდე […]
გახარიას გუნდი ბოიკოტს არ უერთდება – “საქართველოსთვის” წევრები

გახარიას გუნდის წევრები საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდებიან – “გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას” – ამბობენ “საქართველოსთვის” წევრები. ისინი ამბობენ, რომ წინ აქვთ ვეტოს საკითხი, თუმცა, რას ელოდებიან ვეტოდან და მისი დაძლევიდან – არ აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა გზით იბრძოლებენ, მათ შორის, ქუჩიდანაც, თუმცა, გამოვა, თუ არა, გიორგი გახარია ქუჩაში, ახალგაზრდებთან, არც ეს უთქვამთ. როგორ უნდა გამოიყენონ […]
“ვიწყებ საპარლამენტო ბოიკოტს” – სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე მე პარლამენტში ვარ წარმოდგენილი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, მივმართავ პარლამენტს, ვიწყებ საპარლამენტრო ბოიკოტს, არ მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის სხდომებში., მე ამ პარლამენტში საქმიანობა გადავწყვიტე მიშელის შეთანხმების საფუძველზე, ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოიძებნა გამოსავალი, რომელიც ჩემი აზრით იყო საკუთესო ამ ქვეყნის საუკეთესო, ევროპული მომავლისთვის, როგორც ჩანს, უმრავლესობას ჰქონდა სხვა გეგმა და უარს ამბობს ევროპულ მომავალზე, მათი დღის […]
პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ხმაურია

პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ხმაურია. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან დამონტაჟებულ რკინის ბარიერს სხვადასხვა ხელსაწყოებს უბრახუნებენ. ამასთან, პარლამენტის შიდა ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
„ლელო“ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადის

დღეს, მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ. „დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ის, […]