მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად

თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად

მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კობახიძემ და ო’ბრაიენმა „ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ჯიმ ო’ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა. შეხვედრამ ორ საათზე მეტხანს გასტანა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც ესწრებოდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის […]

ყატარის პრემიერი: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობა ჩიხში შევიდა

მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზის სექტორში ქალაქ რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო და გააფართოვა, ყატარის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობა ჩიხში შევიდა. მუჰამედ ბი აბდულრმაჰმან ალ-ტანის თქმით ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში ვითარებას ართულებს და კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისაც. შეიხ მუჰამედის თქმით, მცდელობები მოლაპარაკებების განახლებისთვის და პოზიციების დასაახლოებლად გაგრძელდება, თუმცა, მისი […]

პარლამენტის წინ პოლიცია მოქალაქეებს აკავებს – დაიჭირეს ლაზარე გრიგორიადისი

პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციელები მოქალაქეებს აკავებს. დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. რუსული კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტის წინა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ. პოლიცია მას შემდეგ გამოვიდა ჯებირიდან და მოქალაქეების დაკავება დაიწყო, რაც რამდენიმე პირმა რკინის ჯებირი დააზიანა. შესასვლელის გასწვრივ ნიღბიანი პოლიციელები არიან განლაგებულნი. დაკავებულებს შორისაა ლაზარე გრიგორიადისი. ამის შესახებ მისი მეგობარი ყვება: “გამოიქცნენ, […]

გაერო: რუსულმა კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს. მათი თქმით, კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. მათივე განცხადებით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. “აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის […]

სამმა თურქულმა ავიაკომპანიამ რუსეთიდან ანტალიის მიმართულებით ფრენები გააუქმა

როგორც ირკვევა, ეს დაკავშირებულია რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან რუსი ტურისტების თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვასთან.

შსს მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. „საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6866 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9005 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8892 ლარს შეადგენდა. […]

„წელს“ — ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა კითხვას, რომელ წელს სურს, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი

„წელს” — ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა კითხვას, რომელ წელს სურს, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი. ნიკოლ ფაშინიანი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში მონაწილეობს. მან ასევე თქვა, რომ მზად არის, „იყოს მაქსიმალურად ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ეს ევროკავშირს შეუძლია, წარმოიდგინოს” „ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიცირება ბევრი მიმართულებით. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში ინდოეთთან, საფრანგეთთან, სხვა ქვეყნებთან. […]

„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად“ – რობერტა მეცოლა

„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!“ – ამ განცხადებას რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი წერს, რომ თბილისში გამოსული მოქალაქეები „ოცნებობენ ევროპაზე”. „ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად – ამბობს მეცოლა. თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ […]