პარლამენტში ამოქმედდა წითელი დონე გაუქმებამდე

საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 საათიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
პარლამენტის განცხადებით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.
პარლამენტმა დღეს 84 ხმით, მესამე მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო რუსული კანონი. დილით დაანონსებული იყო, კანონპროექტის განხილვის მერე უნდა გაგრძელებულიყო სხვა საკითხების განხილვა, თუმცა კენჭისყრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სხდომა დახურულად გამოაცხადა და თქვა, რომ პარლამენტი ხვალ შეიკრიბება.
„სხვა საკითხები არ იქნება განხილვაზე. ხვალ, 12:00 საათზე იქნება პლენარული სხდომა. დღევანდელი სხდომა დახურულია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა-გამოსვლა სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია