საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ უცხადებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მათ ფრაქციასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა გადადის. „როდესაც ასეთი ვითარებაა, ქვეყანაში გვრჩება რამდენიმე ინსტიტუცია – საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც დღეს, ხალხის ხმას და ხალხის ინტერესებს წარმოადგენს. ამ რეჟიმში, როცა ქვეყანაში […]

ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-წლამდელთა ჩემპიონატი ქუთაისელთა ტრიუმფით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩში 92:72 (სტატისტიკა) დაამარცხა კლუბი “ოვერტაიმი” და ჩემპიონი გახდა. სერია 2 მოგებამდე იყო, ქუთაისმა კი წინა სერიების მსგავსად ფინალიც მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო. შედეგად, ქუთაისელებმა წაუგებლად, 20 გამარჯვებით დაასრულეს ჩემპიონატი. რეგულარულ ჩემპიონატში იმერულმა კლუბმა 14-დან 14 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც მეოთხედფინალი, […]

ნაც.მოძრაობა და მისი თანამოაზრეები ბოიკოტზე გადადიან და საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ

ნაც.მოძრაობა და მისი თანამოაზრეები ბოიკოტზე გადადიან და საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და მიზეზად დაასახელეს კანონის მიღება უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე. ისინი მიიღებენ ხელფასებს, თუმცა არ მივლენ პარლამენტში და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში.

სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის – კახა შენგელია

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სოსო ბერიკაშვილს არაკაცი უწოდა. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა პრეზიდენტის პოზიციით ბერიკაშვილის განცხადებასთან მიმართებაში. მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლების კრიტიკისთვის გაათავისუფლეს. „სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი […]

„საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი“ – პესკოვი

კრემლში საქართველოს საშინაო საქმე უწოდეს „აგენტების კანონის“ მიღებას და განაცხადეს, რომ ამ საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს სიტუაციაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა „უცხოეთის აგენტების“ კანონის პარლამენტში განხილვის გამო. პესკოვის პასუხის თანახმად, „არაერთხელ თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს საშინაო საქმეა“, რომელშიც […]

„კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ უკან გავიწვიეთ უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე“ – ნინო ჟიჟილაშვილი

„კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ უკან გავიწვიეთ უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე“ – აღნიშნულ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი ავრცელებს, როგორც ჟიჟილაშვილი წერს უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არის ურყევი. „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორები, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო. უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ ეს დიდი გაუგებრობა და მხედველობაში მიიღოთ, […]

17:00 საათიდან პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება, – ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაში წერია. „14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ […]

საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში – ნათია თურნავა

საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის და კოლეგებისთვის კანდიდატი ქვეყნებიდან გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საქართველოს მთავრობამ […]

იურისტი ლევან ალაფიშვილი ვეტოს მომზადების პროცედურას განმარტავს

იურისტი ლევან ალაფიშვილი ვეტოს მომზადების პროცედურას განმარტავს. მისი თქმით, „თუ პრეზიდენტი არ მოამზადებს და არ წარადგენს კანონპროექტს (ვეტო) შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან „რუსულ კალკს“ არც ხელი მოაწერა და არც მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, რაც ბოლომდე ბრძოლის მიტოვება და მოწინააღმდეგისთვის თავისი ზრახვების საბოლოო გაფორმების კომფორტი იქნება“. „მე-3 მოსმენით მიღებიდან 10 დღეში რუსული კალკი (კანონი) გადაეცემა პრეზიდენტს. პრეზიდენტს […]

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს აცხადებს

პარტია ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი და დამოუკიდებელი დეპუტატები მათ შორის თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა პარტია ლელოც.