პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გაურკვეველი ვადით აამოქმედეს

„აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიღების შემდეგ, 14 მაისის 17:00 სთ-დან გაუქმებამდე, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. „უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს […]
შსს: პარლამენტთან აქციამ „მიიღო ძალადობრივი ხასიათი“

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია „გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან, წინა მხარეს, აღმართული დამცავი ჯებირი გაჭრეს. შსს აცხადებს, რომ „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“. პოლიციამ არაერთი ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა პარლამენტთან. ვითარება […]
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან. „ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა“, – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა. „ჩვენ ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში“, – თქვა მან. „ლელოს“ ერთ-ერთი […]
პარლამენტთან პროტესტის მონაწილეებს აკავებენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები “აგენტების კანონის” მიღებას აპროტესტებენ, მოქალაქეებს აკავებენ – რადიო თავისუფლების კადრებში ჩანს ათამდე ადამიანის დაკავების ფაქტი. აქციის დაშლა პოლიციამ ყველანაირი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო – მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით […]
პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტთან დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი. ინფორმაციას ამის შესახებ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. 14 მაისს რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები. ისმის აქციის დაშლის გაფრთხილება.
სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დაიჭირეს არაერთი მომიტინგე

რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები. ისმის აქციის დაშლის გაფრთხილება. დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი. „საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ […]
კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ემიჯნება კახა შენგელიას და სხვა რექტორების განცხადებას

“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ იზიარებს რექტორების განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. ამასთან დაკავშირებით პირად გვერდზე წერს მმართველთა საბჭოს წევრი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილიც. “ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორებო, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო. უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ ეს დიდი გაუგებრობა და მხედველობაში მიიღოთ, რომ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ […]
აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი – შსს განცხადებას ავრცელებს

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური […]
თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე ქართულ ენაზე: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად.
გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში – ენმ

რუსული კანონის მიღების შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ. განცხადება “ნაციონალურმა მოძრაობიდან” რამდენიმე წუთის წინ ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში საქმიანობას არ გააგრძელებს. ბეჟაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გააკეთებენ. ბოიკოტის რეჟიმში გადადის “ლელოც”. ბოიკოტს უერთდებიან დამოუკიდებელი დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სალომე სამადაშვილი.