“განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან” – “კავკასიის უნივერსიტეტი” განცხადებას ავრცელებს

“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის […]
“შეიძლება, საუბარი იყოს სანქციებზე” – არასამთავრობო სექტორი ო’ბრაიენთან შეხვედრის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა დღეს დილით 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დღის განმავლობაში აუდიენცია ჩანიშნულია ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც. როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს, შესაძლოა შეხვედრებზე […]
ბექა ლილუაშვილი – „ქართული ოცნება“ დამარცხებულია, ამას სჭირდება ჩვენ მიერ გაფორმება – ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის და საშუალების გამოყენებით – ქუჩაშიც, პარლამენტშიც

„ქართული ოცნება“ დღეს დამარცხებულია, ამას სჭირდება ჩვენ მიერ გაფორმება – ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის და საშუალების გამოყენებით – ქუჩაშიც, პარლამენტშიც,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს, რათა „ხელისუფლება ჩაბარდეს პოლიტიკურ წარსულს“. „ქართულმა ოცნებამ“, მისმა სადეპუტატო დაჯგუფებამ მთლიანად გაიყვანა ქვეყანა საკონსტიტუციო ფარგლებს გარეთ და […]
ნორვეგიის საგარეო უწყება – „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის – ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს

ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს, – ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. „ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად […]
სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერიდან სამართალდამცავები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს. სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე პარლამენტის ეზოში შეიყვანეს. სამართალდამცველები პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ ღობესთან გამაგრდნენ.
თავისუფლების მოედნიდან სპედანიშნულების რაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ

თავისუფლების მოედნიდან სპეციალური დანიშნულების რაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ. მათთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით გადაადგილდება წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო მანქანები. ისინი მოქალაქეების აფრთხილებენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
შსს – მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს

სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს – მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. „საკანონმდებლო ორგანოს […]
თამარ კორძაია – ბატონო პრემიერო, სულ რაღაც 3 თვე და 6 დღეა, რაც ქვეყანაში პირველი პირი გახდით და მოახერხეთ ის, რომ ქვეყანა ჩაეფლო უზარმაზარ დაპირისპირებაში – თქვენი შანტაჟი დიდხანს არ გაგრძელდება

აიღეთ პასუხისმგებლობა და მიიღეთ ის გადაწყვეტილებები, როგორიც ამ ქვეყანას სჭირდება – თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები, თქვენ ჩაგთვალეს ყველაზე უკეთესად ამ პერსპექტივით და იმიტომ დაგსვეს პრემიერ-მინისტრად. იმისათვის, რომ 3 თვეში გაგენადგურებინათ ეს ქვეყანა, მისი მომავალი და პერსპექტივა, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრმა […]
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის III მოსმენით მიღების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს. ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია საპარლამენტო მუშაობა და სწორედ ამიტომ, ენმ ოპოზიციის სხვა წევრებთან თანამშრომლობით პოლიტიკური საქმიანობის სხვა მეთოდებზე გადავლენ. “დღეს ქვეყანაში აღარ დარჩა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხის ინტერესს. ხალხი დგას დღეს […]
შსს: არ დაუშვათ ესკალაცია, თორემ გამოვიყენეთ და კიდევ გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, “საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”. “აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შინაგან […]