ნათია თურნავა – საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში

საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის და კოლეგებისთვის კანდიდატი ქვეყნებიდან გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის დასრულების შემდეგ განაცხადა. “საქართველოს მთავრობამ […]

პარლამენტთან მისასვლელ ყველა გზას, გარდა შენობის წინა პერიმეტრისა პოლიცია და სპეცრაზმი აკონტროლებს – ტერიტორია მომიტინგეებისგან გათავისუფლებულია

სამართალდამცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელები – ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ამ მომენტისათვის პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა, გარდა საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრისა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და პოლიციელები პარლამენტის წინ მდებარე კიბეებზეც არიან განლაგებულები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტებისთვის შენობის მოწყობა. პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, პაატა ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეთი, გველეთი, დარიალი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, გლდანის სამრეწველო ზონასა […]

ნიღბიანმა, ფორმიანმა პირებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს

სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს. ისინი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებიდან. ისინი აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან და როგორც მოქალაქეების, ისე მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან. ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენლებიც.

“კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება” – ვაგენერი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში რობინ ვაგენერი: საქართველოში კანონის მიღება ფუნდამენტური შეცდომაა და მიმართულია საქართველოს გზის წინააღმდეგ ევროკავშირისკენ. საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ დაარღვია შარშან მიცემული დაპირება, რომ არ მიეღო კანონი, არამედ სრულიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც სურს დაინახოს თავისი […]

ო ‘ბრაიენთან შეხვედრაზე დამირეკა იმ ცნობილმა ზარმა, ჩავრთე, ყველამ მოისმინა -გვარამია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო ‘ბრაიენთან იმყოფებოდა შეხვედრაზე, ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე უცნობი ნომრიდან მის ტელეფონზე ის ცნობილი მუქარის ზარის განხორციელდა, რომელიც იქ მყოფებს მოასმენინა. “უცნაური ამბავი მოხდა, შიგნით რომ ვიყავი დამირეკა ტელეფონმა, იმ ცნობილმა ზარმა, ეტყობა ეგონათ არ ავიღებდი, ჩავრთე ხმამაღალ მოსმენაზე და ყველამ მოისმინა რაც […]

დავით ქაცარავა დააკავეს

ტვ პირველის ცნობით, პირველ სკოლასთან დავით ქაცარავა დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ მას რამდენიმე სპეცრაზმელი აკავებს. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ გამოირჩევიან აგრესიით.

პოლიციამ პარლამენტთან დაკავებები დაიწყო – დაკავებულთა შორისაა ლაზარე გრიგორიადისი

რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო და სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი. მანამდე შსს-მ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. საზოგადოებრივი […]

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “აგენტების კანონი” ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოს “უცხოური აგენტების კანონი” ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ახლა იგი მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი აღებული ვალდებულება.