ამერიკელ სენატორ მენენდესის კორუფციის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გრძელდება

სამშაბათს, ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესის წინააღმდეგ დაწყებულ კორუფციის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გაგრძელდება. საქმე, პროკურორების თანახმად, ეხება ერთწლიან მექრთამეობის სქემას, რომელიც უცხოეთის მთავრობების დახმარებას, კრიმინალური საქმეებისთვის ხელის შეშლას და პირად გამდიდრებას ეხება. ნიუ-ჯერსის შტატის დემოკრატმა უფროსმა სენატორმა, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 16 კრიმინალურ ბრალდებაზე თავი უდანაშაულოდ ცნო. მენენდესთან ერთად, ბრალი ნიუ-ჯერსელ ორ ბიზნესმენსაც აქვს წაყენებული. […]
კიევში მყოფი ბლინკენი ამბობს, რომ აშშ-ის დახმარება ფრონტზე ვითარებას შეცვლის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევშია. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და თქვა, რომ ამერიკის დახმარების ნაწილი უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტი “გზაშია”. ამ დახმარების სრულად მიღების შემდეგ კი უკრაინელები “რეალურ განსხვავებას” დაინახავენ. ბლინკენის ვიზიტი პირველი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტია შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კონგრესმა უკრაინის დახმარების 61 მილიარდი დოლარის მოცულობის […]
თუ ახალგაზრდები დაკარგავენ ნდობას, ქვეყანას დატოვებენ. ტვინების გადინება კატასტროფა იქნება – მიხაელ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ამბობს, რომ თუ ქართველი ახალგაზრდები საკუთარი ქვეყნის მიმართ ნდობას დაკარგავენ, ისინი საზღვარგარეთ წავლენ, ტვინების გადინება კი საქართველოსთვის კატასტროფა იქნება. ამის შესახებ როთმა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. “ახალგაზრდა თაობა ახდენს დემონსტრირებას, რომ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი ქუჩებში გასვლისთვის. თუ […]
ჩვენ ვართ მეგობრები და არა აგენტები – ლიეტუვას სეიმის წევრი

ჩვენ ვართ მეგობრები და არა აგენტები, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის საქართველოში გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად იმყოფება. „ასე ხშირად არ ხდება, რომ გერმანელები, ბრიტანელები, ფრანგები ერთად ვიმყოფებით. დღეს ჩვენ გულები გვაქვს გახსნილი თქვენთვის. გამოიყენეთ მომენტი, შეახტით ბოლო ვაგონს, კარები იხურება. […]
სამართლდამცველები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

სამართლდამცველები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ. პერიმეტრს აქციის მონაწილეები იკავებენ. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით აცილებენ.
ნორვეგია: ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა გაუქმდეს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას განცხადებით ემსახურება და წერს, რომ “ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს”. “ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოელი აგენტების კანონის” მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მისი ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი […]
პარლამენტის შენობაში დღეს, 17:00 საათიდან წითელი დონე ამოქმედდება

პარლამენტის შენობაში დღეს, 17:00 საათიდან წითელი დონე ამოქმედდება. როგორც საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. „პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. 14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ […]
მაიკლ როთი – საქართველოს მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს – დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას, რაც გამოწვევებით სავსე დროს დიდი პლუსია

ჩვენი შთაბეჭდილება არის ის, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს ქვეყანაში იმედგაცრუებულია თქვენი პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. როთის თქმით, ის იმედგაცრუებულია. „ვფიქრობ, მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს […]
გიორგი მარგველაშვილი – ივანიშვილმა ნათლად ჩამოგვიყალიბა გასაბჭოების გეგმა – ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ ძალადობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ, ეს არის სტრატეგია

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ნათლად ჩამოგვიყალიბა საქართველოს გასაბჭოების გეგმა – ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ ძალადობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ, ეს არის სტრატეგია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, ეს მშვიდობიანი პროტესტი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს. „ჩემთვის მათი [„ქართული ოცნების“] გადაწყვეტილებები ისეთივე […]
პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოუცხადა

პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოუცხადა. როგორც ცნობილია, ასევე, საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “ლელომ“. საპარლამენტო ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის დამტკიცებას უკავშირდება.