რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი

სამშაბათს ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქის ცენტრში დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ RBC იტყობინება ხარკოვის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით. როგორც უწყება იტყობინება, რუსეთის სამხედროებმა ავიაციის გამოყენებით განახორციელეს დარტყმები ხარკოვის შევჩენკოს რაიონზე. ერთ-ერთი ჭურვი მრავალსართულიან სახლს მოხვდა. კიდევ ერთმა ჭურვმა სხვა საცხოვრებელ სახლთან მდებარე 15 გარაჟს ხანძარი გაუჩინა. პროკურატურის ცნობაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია […]
თუ ევროკავშირთან შეუსაბამო იქნება, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს – ო’ბრაიენი “აგენტების კანონზე”

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს, პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონის მიღებას და თქვა, რომ თუკი ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. “თუკი ეს კანონი დარჩება ისეთად, რომ არ იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში, გაგრძელდება ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ს და ჩვენი პარტნიორების მიმართ, რა […]
„ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო ეს კანონმდებლობა და ამაზე პასუხი იყო – არა“ – ჯიმ ო’ბრაიენი

სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო – ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, ბრიფინგზე განაცხადა. ასევე ო’ბრაიენი ასახელებს საკითხებს, რომელიც მისი […]
ირაკლი კობახიძე – ჯიმ ო’ბრაიენთან ორსაათნახევრიან შეხვედრაზე სანქციები ნახსენები არ ყოფილა – თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, სჯობს, შეხვედრაზე მოგვცენ რაიმე მინიშნება – ეს ეტიკეტის საქმეა

აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში, ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია ცალსახად გითხრათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თქმითაც, თუ კანონი ამ სახით წაიწევს წინ და გაგრძელდება ძალადობა დემონსტრანტებზე, ამერიკის შეერთებული შტატები ფინანსურ და სამოგზაურო […]
პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის […]
პრეზიდენტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასლია იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის – ეს კანონი საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა

ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება […]
პრემიერი – დე ფაქტო სანქციებთან დაკავშირებით ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ო’ბრაიენს – მეტ დეტალს ვერ ვიტყვი, უხერხული თემებია, მოვერიდები, არ მინდა ზედმეტად დავაზიანო პარტნიორების რეპუტაცია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან არ სურს დააზიანოს მათ შორის, პარტნიორების რეპუტაცია. „რაც შეეხება დე ფაქტო სანქციას, ეს მოქმედებს. […]
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. „სასტიკი მეთოდები ძალიან გადაჭარბებულია, ეს შემიძლია გითხრათ. ასეთი ტიპის ინციდენტებს კატეგორიულად ვგმობ, ასეთი რამ მისაღები არ არის, მაგრამ უტრირებული ტერმინების გამოყენებაც არ არის სწორი. სისასტიკე იყო, როცა 2011 წლის 26 მაისს აქციის 4 მონაწილე […]
ირაკლი კობახიძე – სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით

სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა ჯიმ ო’ბრაიენს გლობალური ომის პარტიის შესახებ, პრემიერმა უპასუხა, რომ ამ თემებზე საუბარი დახურულ შეხვედრაზეც კი არ არის მარტივი. „ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ, თუ თქვენ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ობრაიენს […]
ლევან ხაბეიშვილი აქციაზე – აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართა და ყველა დაკავებულსა და დაშავებულს სოლიდარობა გამოუცხადა. „რამდენი ცხვირიც არ უნდა გამიტეხონ, ეს ყველაფერი შეხორცდება და აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს. საქართველოს გაუმარჯოს! მინდა ყველა დაშავებულს, ყველა დაკავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა. რამდენიმე ათეული მოქალაქე ახლა არის საავადმყოფოში, რამდენიმე ათეული ახლა არის ციხეში, […]