პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, ნაწილი კი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება. “ნაწილი დარჩება აქ და შემდეგ ლოკაციას გამოგიცხადებთ”, – მიმართა აქციის მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ. ამასთან, როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა მოქალაქეებს მიმართა, ამ წუთებში, გმირთა მოედანზე მყოფ მშვიდობიან დემონსტრანტებს პოლიცია აკავებს, ამიტომ სურვილის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე წასვლისკენ მოუწოდა. რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

პატელი: ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა. “ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ […]

ჯაფარიძე: არანაირ მოდიფიკაციაზე მსჯელობა არ იქნება

არანაირ მოდიფიკაციაზე მსჯელობა არ იქნება – მაგ კანონის რაღაც მუხლების განხილვაში შესვლა არის სრული სისულელე – ეს არის ის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, დრო მოიგოს და მანამდე გვირტყას, გვცემოს, გვაშინოს და პოსტერები გვიკრას. ეს კანონი უნდა წაიღონ უკან და ამით უნდა დასრულდეს.

ო’ბრაიენი: დაშინებებზე პასუხისმგებლები უნდა იპოვონ და დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა

თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ვისურვებთ, რომ ისინი მშვიდობიანი იყოს, ვისურვებთ პოლიციის მოქმედება მშვიდობიანი იყოს, გვსურს არ იყოს დაშინება იმ მომიტინგეების ან სხვების მიმართ, დემონსტრაციებზე თუ მათ სახლებთან, ან მათი საკუთრების წინააღმდეგ, როგორც ეს გასულ დღეებში მოხდა. ხალხი, რომელიც ამ დაშინებებზე პასუხისმგებელია, უნდა იპოვონ და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ომბუდსმენი: შემაშფოთებელია დავით ქაცარავაზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფორმები

“შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა” – განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, დავით ქაცარავას დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის […]

“ეს პუტინის კანონია და ჩვენ დავამარცხებთ საერთო მტრებს ერთობლივად” – ჟიგიმანტასი

ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა. ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი აქ იდგა 2008 წელს და აქ ვდგავარ ჩვენს მეგობრებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან თქვენთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პუტინის კანონია და ჩვენ უნდა გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში და აქ, საქართველოში. თქვენ გახდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი. […]

გთხოვოთ, არ დანებდეთ, დარჩით ძლიერი, იყავით ფრთხილად – როთი აქციაზე

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა და თქვა: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტს ელოდეთ ჩვენგან. დღეს აქტივისტები და ჟურნალისტები გვეკითხებიან რა შეიძლება ითქვას ქართულ კოშმარულ დღეებზე. გთხოვთ, ძვურფასო ქართველებო, უსმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, დებს და ძმებს. მე ვიცი რიმ თქვენი გული ბრაზით სავსეა, მაგრამ მე […]

,, თუ ამერიკის ნახვა მომინდება, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები“ – დიტო სამხარაძე

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე: ,,ჩემს პირად მოკრძალებულ აზრს გაგანდობთ: თუ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველები ოდესმე მოვესწრებით რომ შეერთებულ შტატებში უვიზოდ ვივლით, ნამდვილად მივესალმები, მაგრამ ამ მოცემულობაში, მე თუ ვინმე დამასანქცირებს და ამერიკის ვიზას არ ჩამირტყამს, ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ ამერიკის ნახვა მომინდება, როგორც ქართველი ვიზიტორების 99,9 %-ია “დასანცირებული” 😂 და სურვილის […]

სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს: “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს […]