ლევან ხაბეიშვილი აქციაზე – აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართა და ყველა დაკავებულსა და დაშავებულს სოლიდარობა გამოუცხადა.
„რამდენი ცხვირიც არ უნდა გამიტეხონ, ეს ყველაფერი შეხორცდება და აღარაფერი ეშველება რუსული რეჟიმის დასრულების დასაწყისს. საქართველოს გაუმარჯოს! მინდა ყველა დაშავებულს, ყველა დაკავებულს გამოვუცხადო სოლიდარობა. რამდენიმე ათეული მოქალაქე ახლა არის საავადმყოფოში, რამდენიმე ათეული ახლა არის ციხეში, მინდა მათ გამოვუცხადო სოლიდარობა. ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს! – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი