აქციის მონაწილეებს ქუჩაში მთელი ღამე გაათენებინეს, თავად კარგად ეძინათ და დილის ცხრა საათზეც ვერ მოვიდნენ კომიტეტზე

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი მოწვევის პარლამენტში კი არა, პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო დღეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან ბევრი საყვედური მიიღო და სიზარმაცისა და გულგრილობის გადასაფარად მოიფიქრეს ბოიკოტი, რაც საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაში გამოიხატება. “აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ […]

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს – პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს – პოლიციამ, რამდენიმე აქტივისტი დააკავა. სამართალდამცველებმა, ისინი საპატრულო პოლიციის მანქანებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. “არც კი გაუფრთხილებიათ, ეგრევე დაიწყეს ბავშვების გატაცება. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა”,-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების ნაწილი გმირთა მოედნისკენ მიემართება

პარლამენტთან მიმდებარე აქციის მონაწილეების ნაწილი გმირთა მოედნისკენ მიემართება. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეების” ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.

ირაკლი კობახიძე – შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის – მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია

შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი შენიშვნა და თუ მიიღებენ, ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად არიან. „რაც შეეხება კანონს, ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების […]

ჯიმ ო’ბრაიენი – კონსპირაციების თეორია თითქოს „გლობალური ომის პარტიას” სურს, რომ “ქართული ოცნება” აღარ იყოს ხელისუფლებაში, 12-წლიანი მმართველობისა, ძალიან არარეალურია

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი] ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას – თუ კი ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება […]

პაველ ფიშერი – ევროპული მომავალი აქ არის

ევროპული მომავალი აქ არის, – ამის შესახებ ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. “მთავრობიდან არავის არ შევხევდრილვართ, ჩვენთვის დრო არ ჰქონდათ. პარლამენტში მისვლა გვსურდა, მათ უარი გვითხრეს. [“ქართული ოცნების”] სათაო ოფისში მხოლოდ, იქ იყო [პარლამენტის] საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე [ნიკოლოზ სამხარაძე]. ევროპული მომავალი აქ არის, და ევროპაზე […]

ო’ბრაიენმა “გლობალური ომის პარტიის” შესახებ ქართული ოცნების კონსპირაციებზეც ისაუბრა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ ნახსენებ “გლობალურ ომის პარტიაზეც” გააკეთა კომენტარი. ო’ბრაიენმა ამ კონტექსტში კონსპირაციული თეორიები ახსენა და თქვა, რომ “ეს არის არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების საქართველოს მიმართ”. “კანონთან დაკავშირებული საკითხები არის ერთი მიმართულება, უფრო ფართო […]

კობახიძე: თუ სანქციებს დაგვიწესებენ, ჩვენი გუნდის მხარდაჭერა უფრო გამყარდება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სანქციებს დაუწესებენ, ქართული ოცნების მხარდაჭერა გამყარდება. მისი თქმით, თუ სანქციები დაწესდება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს. “აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის კონტრპროდუქტიული. პრაგმატულად მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის. თქვენ გახსოვთ მოსამართლეების მიმართ […]

ოკუპირებული ცხინვალიდან გაათავისუფლეს ახალუბნელი მწყემსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ […]

კობახიძემ ქაცარავას ცემაზე: კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ინციდენტები

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცემას. შეკითხვას – იყო თუ არა დავით ქაცარავას ცემა რუსეთის დაკვეთა? – კობახიძემ უპასუხა: „მე არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. ის აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ. საზღვართან, […]