მარკეტა გრეგოროვა პრემიერს – კობახიძე, თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, ცდები

დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მისწვდა საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ევროპარლამენტარი საქართველოს-პრემიერ მინისტრს მიმართავს, რომ თუ კობახიძეს ჰგონია, რომ „ასე შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს”, ცდება. “ეს კაცი საავადმყოფოში წევს მოტეხილი ყბით, ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა […]
როიტენი: EU-მა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ზომები “ოცნებას”

როიტენი: EU-მა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ზომები “ოცნებას” “ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ზომები “ქართულ ოცნებას” საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, თიის როიტენი წერს. როიტენი რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. გისმენთ. ჩვენ თქვენთან ვართ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ზომები “ქართულ ოცნებას” საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად” – წერს X-ზე ევროპარლამენტარი, თიის როიტენი.
,, 12 წელიწადში რა გააკეთა ამ ხელისუფალმა ჩვენი დაპირისპირების მეტი. მეზობელი მეზობელს გადაჰკიდეს, დედ-მამა შვილებს გადაჰკიდეს, მეტი რაღა უნდა დააშავონ? მეტი ომი რა გინდათ, ხალხო” – ზაზა სარალიძე

,, 12 წელიწადში რა გააკეთა ამ ხელისუფალმა ჩვენი დაპირისპირების მეტი. მეზობელი მეზობელს გადაჰკიდეს, დედ-მამა შვილებს გადაჰკიდეს, მეტი რაღა უნდა დააშავონ? მეტი ომი რა გინდათ, ხალხო” – ზაზა სარალიძე ზაზა სარალიძე ,,ფორმულასთან” აცხადებს: ,,მე მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ ყველა გავერთიანდეთ, ყველა დავდგეთ აქ, ეს არ არის ომი – რომ იძახის ეს ხელისუფლება, ომი გინდათო? ამაზე […]
თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის MVP-ის ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს

თორნიკე შენგელიას რეალური შანსი აქვს, იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. “ვირტუს ბოლონიას” ქართველი ფორვარდი მოხვდა იმ 3 კალათბურთელს შორის, რომელთაგან 15 მაისს საუკეთესო დასახელდება. იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ დღეს იმ კალათბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც გამოკითხვაში მეოთხედან მეათე ადგილები გაინაწილეს. შედეგად, გაირკვა, რომ საუკეთესო სამეულში შენგელია, “ვირტუსში” მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელი და რაიონ ტაკერი […]
დვალი: ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად გვქმნის ემპათია

IQ-ზე და რაღაცებზე რომ გველაპარაკებიან. ის რაც ჩვენ გვქმნის ადამიანებად, IQ კი არ არის, ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, აიქიუ ChatGPT-ის ისეთი ექნება, საერთოდ არავის რომ არ მოელანდება. ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია, ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ღირსების მიმართ. და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ […]
კრემლის სტილის კანონი გვაიძულებს, გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან – თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი რუსულ კანონს საბოლოოდ მიიღებს, “იძულებული იქნებიან, საქართველოსთან ურთიერთობები გადააფასონ”. ეს თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. თეთრ სახლში ელიან, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა “გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი, რომ გადალახოს პოტენციური ვეტო”. კარინ ჟან-პიერის განცხადებით, კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. “ჩვენ […]
“ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს” – “მოქალაქეები”

პარტია მოქალაქეები საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას გააკეთა. “დიახ, ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს. მე და ქეთი თურაზაშვილი წარმოვადგენთ პარლამენტში პარტიას მოქალაქეები და ახლა იმ პარლამენტში რაიმე რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. ოთხი წელი მართლა გულით ვცდილობდი, რომ დამემტკიცებინა ხალხისთვის, იქ უბრალოდ ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მთელი გულით ვიყავი […]
პარლამენტის შენობაში 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების […]
11 ამერიკელი სენატორი – შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის – კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საერთო განცხადებას 11 ამერიკელი სენატორი ავრცელებს. სენატორები აღნიშნავენ, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან, თუმცა ინარჩუნებენ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან. “შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილების დარღვევით, რომლებიც […]
ანალენა ბერბოკი – საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ავრცელებს. “ევროპის თავისუფლების კავშირი კანონის უზენაესობაზეა აშენებული. და ხალხი თბილისში ქუჩებში გამოდის ამისთვის. საქართველოს მთავრობაზე დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, […]