მომიტინგეები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამოხატავდნენ პროტესტს, პარლამენტთან დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, გმირთა მოედნიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. ისინი პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ გააგრძელებენ. მსვლელობას წინ მოტოციკლისტები მიუძღოდნენ. “საქართველო!”,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ვედანტ პატელი – აშშ-ს წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან 30 წელზე მეტხანს და გაგრძელება გვსურს – ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის

ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველსთან 30 წელზე მეტხანს და გაგრძელება გვსურს – ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად, ერთად მუშაობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სჯერა, რომ არსებობს მექანიზმი, რომლის შექმნაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რათა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ნაკლებად შეუსაბამო იყოს ღირებულებების, […]

სპეცოპერაცია “განეიტრალებისთვის”

თბილისი საპროტესტო აქციებითაა მოცული. 14 მაისს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მესამე მოსმენით კენჭი უყარა და მიიღო კანონი „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელსაც საზოგადოება „რუსულ კანონს“ უწოდებს. კანონის მიღებას პარლამენტის გარეთ მდგომი ხალხი აპროტესტებდა. მათ დასაშლელად, შუადღეს სპეციალური ზომები გამოიყენეს. მშვიდობიანი მომიტინგეები 9 აპრილის, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიდან, რაც პარლამენტის გარს აკრავს, უხეშად, ძალის გადამეტებული […]

ო’ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

თბილისში, ჟურნალისტებთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი “ამერიკის ხმის” ჟურნალისტ ანი ჩხკივაძეს ესაუბრა. ო’ბრაიენმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ბიძინა ივანიშვილისთვის სავარაუდო სანქციების საკითხზე ისაუბრა: “ეს არის საკითხი, რომელზეც ვიმუშავებთ. Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებითა და ძალიან ძლიერი სამართლებრივი საფუძვლით. ეს არ არის ის, […]

წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები

წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების, ვიზიტს ეხმაურება. მედიასთან საუბარში სუბარმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა […]

სენატორები: „ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა“

“ამ კანონის მიღება, ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას”, – ასე ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებას, მაღალი რანგის ამერიკელი სენატორები. ერთობლივ განცხადებაში, 11 სენატორი, “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ კანონს, რუსული სტილის კანონს უწოდებს, რომელიც “გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ასევე ხელს შეუშლის […]

თეთრი სახლი: თუ კანონს მიიღებენ, ფუნდამენტურად გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოსთან

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თეთრი სახლის განცხადება წაიკითხა. განცხადების მიხედვით, აღნიშნული კანონი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული და მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აშშ ფუნდამენტურად გადახედავს ურთიერთობას საქართველოსთან. “ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში კრემლის სტილის უცხო აგენტების კანონით, რომელიც ახლახანს მიიღეს და მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა, […]

“ნაწლავები გაქვთ ამოსაწიწკნი, თმები კი არა, თქვე ღორის სოლიტერებო!” – ქეთევან ენუქიძე

“ნაწლავები გაქვთ ამოსაწიწკნი, თმები კი არა, თქვე ღორის სოლიტერებო!” – ქეთევან ენუქიძე შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, დავით ქაცარავას ცემას ეხმაურება და წერს: ეს მაინც ხომ ვნახეთ, ხელი რომ არ გაუნძრევია და უბრალოდ იდგა?! ნინო გველისწიწილოსანი გაჰკიოდა წეღან, ლაშხს თმები დააწიწკნესო! ნაწლავები გაქვთ ამოსაწიწკნი, თმები კი არა, თქვე ღორის სოლიტერებო! მართლა როგორ გადაიჯვეს ამათ თავზე!!!!!!!!!!!!! […]

უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება

უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკომისიაში განუცხადეს. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ განცხადება სხვა ფორმატში გავრცელდება. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ […]

ადვოკატი – ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ – დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დაკავების მომენტში სპეცრაზმის თანამშრომლები გრიგორიადისს აგინებდნენ და სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქობესაშვილი განმარტავს, გრიგორიადისს სამედიცინო დახმარება დიღმის მთავარ სამმართველოში ექიმმა გაუწია. ადვოკატი არ გამორიცხავს, გრიგორიადისს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს, თუკი, მას ტკივილები ექნება. „სახეზე, თავზე დაზიანებები აქვს. ასევე, ბორკილებისგან ხელები აქვს დაწითლებული. აქციაზე იდგა, სპეცრაზმის თანამშრომლები […]