შავი დღეა საქართველოს დემოკრატიისთვის – სენატორი შაჰინი რუსული კანონის მიღებაზე

ბნელი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხო აგენტების კანონის მიღებით, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ეწინააღმდეგება, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აზიანებს.

ბერბოკი: ევროკავშირი კანონის უზენაესობაზეა აგებული, თბილისში მოსახლეობა ამისთვის გამოდის

ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობის პრინციპზე, და თბილისში მოსახლეობა ქუჩებში ამისთვის გადის. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, ხელი ჩაავლოს ამ ისტორიულ მომენტს, რომელსაც ევროპა სთავაზობს, იმ კანონმდებლობების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

“ლაზარე არის ნაცემი, დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში” – ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისი 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების შემდეგ ის დიღმის იზოლატორშია გადაიყვანეს. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ეკა ქობესაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ადვოკატის ინფორმაციით, ექიმებმა ის იზოლატორშივე მოინახულეს, თუმცა კლინიკაში არ გადაუყვანიათ. “არის ნაცემი. […]

“სპეცრაზმმა სცემა უმოწყალოდ, გონებაც დაკარგა” – ადვოკატი

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად – მას აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში. “ლაზარე არის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაზიანებები ძირითადად აქვს სახესა და თავის არეში, აქვს თავის ტკივილები. მოხდა მასზე დაკავების დროს ფიზიკური ანგარიშსწორება. სპეცრაზმმა სცემა უმოწყალოდ, გონებაც კი დაკარგა გარკვეული დროის განმავლობაში. დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, […]

აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს

აქცია-მსვლელობის დროს მათ გადაკეტეს გმირთა მოედანი, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. ნაწილი წავიდა ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მიმართულებით, ასევე დემონსტრანტების ნაწილმა გადაკეტა მტკვრის სანაპიროები. პარალელურად, მომიტინგეების ნაწილი დარჩა პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე გადაკეტილია. მანამდე, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის […]

პრეზიდენტი: არჩევნებზე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი, ამას უშუალო ჩართვით არ გავაკეთებ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მოახლოვებული არჩევნების გეგმებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ აპირებს არჩევნებზე იყოს პროევროპული ფრონტის ლიდერი და ამას გააკეთებს არჩევნებში არა უშუალოდ ჩართვით, არამედ იქნება პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის პროდასავლური ფრონტის გარანტორი. “საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და […]

11 სენატორი: კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან

11 ამერიკელი სენატორი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთბულ შტატებთან, ასევე, დააზარალებს EU-ის წევრობის მისწრაფებას. “ეს არის ბნელი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა ასობით ათასი […]

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან. „ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ კრემლის სტილის, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. ჩვენ არ […]

ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ დააკავეს, ადვოკატის ინფორმაციით, ნაცემია. “მხნედ არის, მაგრამ საკმაოდ ნაცემია. სახე აქვს დაზიანებული, თავზეც აქვს დაზიანებები, ხელბორკილებისგან ნაჭდევები აქვს ხელებზე, ტკივა თავი და გვერდები. როგორც ამბობს, პოლიცია გამეტებით უტყამდა ფეხებს თავის არეში, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ყავდათ გაჩერებული […]

რაზე ისაუბრა ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე?

დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც რუსულ კანონსა და მისი მიღების პარალელურად ქართული ოცნების მიერ წარმართულ რიტორიკას შეეხო. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, თუ რუსულ კანონი არ შეიცვლება და ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ. მან განმარტა, რომ არც ამჟამინდელი კანონპროექტის შინაარსი […]