როთი: ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის ამომრჩევლებო, მოუსმინეთ ახალ თაობას, შვილებს

თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია და ყველა თქვენით ვამაყობთ. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე მეტს შეგიძლიათ ელოდოთ. დღეს ერთ-ერთმა აქტივისტმა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვკითხა, „ქართული კოშმარის“ ამომრჩევლებს რა უნდა ვუთხრათო? ჩემი გზავნილი და პასუხი ძალიან მარტივია: გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის ამომრჩევლებო, მოუსმინეთ ახალ თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ თქვენს […]

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, 15 მაისის 09:30 საათიდან პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. მათივე თქმით, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. პარლამენტში […]

“შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის” – 11 სენატორის განცხადება

11 ამერიკელი სენატორი საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ “რუსული სტილის” კანონპროექტი, სასტიკად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას საქართველოში. “შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის”, – წერენ სენატორები ერთობლივ განცხადებაში და “უკიდურეს იმედგაცრუებას” გამოხატავენ საქართველოს პარლამენტის მიერ 14 მაისს “რუსული სტილის” “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტის მიღების გამო. “კენჭისყრა იმ ასობით ათასი ქართველის სურვილის […]

PACE-ის პრეზიდენტი: კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება შემდეგ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის ცნობით, ქართული ოცნების მიერ დღეს მესამე მოსმენით დამკტიცებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. PACE-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს, კანონის ამოქმედებამდე სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დათმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე, ასევე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ასევე მან დაგმო […]

გვწამს ქართველი ხალხის, რომელიც ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვის – სენატორები

აშშ-ის 11 სენატორი ქართული ოცნების მიერ უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებას ეხმაურება. სენატორების საერთო განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოოდ მიღება გამოიწვევს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებასა და საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეფერხებაში პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას. “ეს არის შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის […]

აქციის მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ, პარლამენტთან დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ, კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. დღევანდელი საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გმირთა მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზეც გაიმართა. დემონსტრანტებმა მსვლელობით გადაკეტეს მტკვრის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპირო. გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავა. პოლიციამ ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადა. მათ დაახლოებით 10-მდე ადამიანი […]

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონის ესპანეთის ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გიორგი შერმადინი, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო დასრულდა, ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოვხდა. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელები, მოთამაშეები, მასმედიის წარმომადგენლები და ქომაგები იღებდნენ, დღეს გახდა ცნობილი. შედეგად, გაირკვა, რომ სიმბოლური ხუთეულში, შერმადინის გარდა, ფაკუ კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუტი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ. “შერმადინი სეზონის განმავლობაში მე-2 […]

გრეგოროვა კობახიძეს: თუ ფიქრობ, ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას სასტიკად ცემის ფაქტს X-ზე განცხადებით ეხმაურება. ის მიმართავს ირაკლი კობახიძეს და ამბობს, რომ “ცდება, თუ ფიქრობს, რომ ასე კანდიდატის სტატუსს შეინარჩუნებენ”. “ეს კაცი [დავით ქაცარავა] ყბის მოტეხილობით წევს საავადმყოფოში, ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა ნებაყოფლობით იბრძოდა უკრაინისთვის 2022 წელს. რუსეთის შესაძლებლობები იქ […]

ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა

ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „იმედი Live-ში“ განაცხადა. მანვე აღნიშნა, […]

პატელი: ქართველების 80%-ზე მეტს EU-ში გაწევრიანება სურს – კანონი არ შეესაბამება ამ მიზანს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის განაცხადს ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და ქართველი ხალხის სურვილს, გახდნენ ევროკავშირის წევრი. ის ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ გააღრმაოს თანამშრომლობა აშშ-სთან, თუმცა ამისათვის საჭიროა, მთავრობამ შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება. “ჩვენ კვლავ ყურადღებით ვადევნებთ თვალს […]