ომბუდსმენი: დაკავებულთა ნაწილზე სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ადამიანებს შეხვდნენ. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამ მათგანთან მიმართებაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. “სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.

ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მაგნუს ცაჰკნა, ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი თბილისში ჩამოვიდნენ. “როცა რთული დროებაა, შეგიძლიათ მეგობრებს ენდოთ.” – წერს X-ზე მაგნუს ცაჰკნა. საგარეო უწყებების ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან და განცხადებებს გააკეთებენ. “დავეშვი თბილისში, სადაც დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთი ბრძოლა […]

უკრაინაში ადასტურებენ დრონებით დარტყმას რუსეთში, საწვავის კიდევ ერთ ბაზაზე

დღეს დილით აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქში. გუბერნატორ ვასილი გოლუბევის მიერ ტელეგრამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ორი აფეთქება მოხდა პროლეტარსკის რაიონში მდებარე საწვავის ბაზაზე. გოლუბევის მტკიცებით, აფეთქებებს საწვავის აალება არ გამოუწვევია და არც არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა […]

ქართველმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 193 მედალი მოიპოვეს

ბრატისლავაში მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 193 მედალი მოიპოვეს. საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ოქროს, ცხრა ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 23 წლამდე მკლავჭიდელთა ნაკრების ანგარიშზე რვა ოქროს, ათი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. 18 წლამდე მკლავჭიდელთა ნაკრები 12 ოქროს, სამ ვერცხლისა და ორ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 15 […]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იოან პოპოვიჩის მემორიალზე 8 მედალი მოიპოვა და 14 ქვეყნის ნაკრებს შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი დაიკავა. 10 წონითი კატეგორიიდან 4-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ჭაბუკები ავიდნენ. ჩემპიონები გახდნენ: მათე ცინაძე (51 კგ), გიორგი მაისურაძე (55 კგ), კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) და გიგია […]

COST ENIS-ის ქსელის თავმჯდომარე კრიშტოპ ვან მოლი – მოხარული ვარ, რომ ევროპის მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია საქართველოში, BTU-ს ორგანიზებით ტარდება

პირველად საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას BTU თბილისში მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 24 ქვეყნის 105 მაღალი […]

BTU-ს რექტორი ნინო ენუქიძე – დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის COST ENIS-ის მასპინძელია

საქართველო ევროპის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას COST ENIS პირველად მასპინძლობს. ღონისძიების მასპინძელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელმაც ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში მასპინძლობის უფლება, COST-ის სრულუფლებიანი წევრობის ზუსტად 1 წლის თავზე მოიპოვა. COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. მის […]

კრიტიკა ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი უწყვეტი კრიტიკის საგანია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ისევე, როგორც ევროპარლამენტარების ნაწილი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” უარი თქვას კანონპროექტზე, რომელიც მათი აზრით, ქვეყანაას დასავლეთს აშორებს.

აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

დღეს გამთენიისას ორი დღის წინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი 48 საათის შემდეგ დატოვეს აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმაც. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. “წინ ვიდექით, მეცა ერთი სპეცრაზმელი, გაგვატარეს კარიდორი, გვირტყეს საშინლად, მერე მარშუტკაში შეგვიყვანეს, იქ გვცემეს, ჩემთან ერთად იყო ამერიკელი, ერთი რუსი და […]

სტუდენტებმა დღეს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დააანონსეს

“საქართველოს გზა ევროპაშია!” – სტუდენტებმა დღეს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დააანონსეს. როგორც მოძრაობა “დაფიონი” სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან. “სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში. საქართველოს გზა ევროპაშია! P.S ხვალ ჩვენს მსვლელობას დააკვირდება საფრანგეთის უმსხვილესი მედია – “საფრანგეთი 24” და იტალიური მსხვილი მედია – “ელ პერიოდიკო”. დასავლეთის […]