ფონდი „ქართუ“ ფეხსაცმელების ყოფილი ქარხნის ადგილას 16 მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს – „გრგ შეთანხმებულია“

ფონდი „ქართუ“ ფეხსაცმელების ყოფილი ქარხნის ადგილას 16 მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს – „გრგ შეთანხმებულია“ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყოფილი ფეხსაცმელების ქარხნის ერთი შეხედვით, მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც ძველი შენობებია შემორჩენილი, ფონდი „ქართუ“ 16 შენობისგან შემდგარი, მრავალფუნქციური უბნის მშენებლობას გეგმავს. მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორია გაბრიელ სალოსის გამზირის 116 ნომერში იწყება და 124-ში სრულდება. მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე […]
გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, ეს არის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ“ – გია დვალი

„რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, ეს არის ემპათია მეორე ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ ფიზიკოსი გია დვალი აცხადებს. მისის თქმით, „ბუნებრივი პროტესტი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან საზოგადოება წარმოადგენს კოლექტიურ გონს რომელიც თითოეულ ადამიანზე გაცილებით უფრო ჭკვიანია“. „რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად ეს IQ კი არ არის, Chat GPT-ის მალე ისეთი IQ ექნება რომ […]
კენჭისყრაზე მიღებული კანონი სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის – USAID-ის ხელმძღვანელი

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის, – ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს. […]
ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველის რწმუნებულები 15 მაისის აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, 3 მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე – ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე

სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. „სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა […]
გოდერძის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან

ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში არიან. ფოტო სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმამ მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა. “რთულ დროს, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების იმედი გქონდეთ” – წერს ის. მინისტრები დღეს შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც განცხადებებს გააკეთებენ.
„სამარცხვინო ხართ, ბატონო კობახიძე“ – ანიტა რაჭველიშვილი

“მათ დაიწყეს ჩვენთან დიდი ომი. საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება აქ, იდგება იქამდე, სანამ ეს მთავრობა არ წავა თავისი ნებით” – ამის შესახებ პარლამენტთან აქციაზე მისული ანიტა რაჭველიშვილი ამბობს. რაჭველიშვილი რუსული კანონის დამტკიცების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და თვლის, რომ მათ ქვეყანა გაყიდეს. მათ დაიწყეს ჩვენთან დიდი ომი. საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება აქ, იდგება იქამდე, სანამ ეს […]
ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. “სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით. მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება […]
„თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, იქ ინვესტიციას არავინ ჩადებს“- „სიმეტრია“

„თუ რაიმე არ უხდება საინვესტიციო გარემოს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობა, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობაა“, – ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ფასეული უძრავი ქონების კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველმა ირაკლი ბერეკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, როგორც დასავლელი, ისე ყაზახი ინვესტორების ინტერესი ქვეყნისადმი გაიზარდა, მიმდინარე მოვლენების ფონზე კი პროცესები შენელდა. „ის […]