„არსებობს პერსპექტივა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდებათ სესხები ან საერთოდ ვეღარ აიღებენ“ – ე.წ. „რუსული კანონის“ გავლენა საფინანსო სექტორზე

არსებობს პერსპექტივა, რომ გაგვიძვირდება ფინანსური რესურსის მოზიდვა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდებათ სესხები ან საერთოდ ვეღარ აიღებენ – ამის შესახებ კომენტარი „კომერსანტთან“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ ე.წ. „რუსული კანონის“ საფინანსო სექტორზე გავლენის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, საფინანსო სექტორზე უკვე აისახა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო პერიოდში ქართული კომპანიების აქციების ფასი […]
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” – წერს ცაჰკნა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა არიან ლიეტუველი […]
პრეზიდენტმა ვეტოთი პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს – ვახუშტი მენაბდე

პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, „კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია” ვერ იტყვის, პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს, „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ფიქრობს, რას აპირებს პრეზიდენტი. „რამდენიმე განმარტება ვეტოზე, […]
ზურაბიშვილი: ოცნებამ სცადა, ქვეყანა EU-ის გზიდან გადაეყვანა, რასაც ხალხმა უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მიღებით საქართველოს ევროკავშირის გზიდან გადაყვანა სცადა, რასაც საზოგადოებამ უწყვეტი პროტესტით უპასუხა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება რუსულ წნეხს არასდროს დაუბრუნდება. ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ მოსახლეობაში 85%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ ციფრები არ […]
ზურაბიშვილი: არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტი ამ ხელისუფლებას სახეს გადაურჩენს

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე, ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა. “მე უკვე განვაცხადე, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ […]
ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინდელ აქციაზე დაკავებულ 16 პირს შეხვდნენ, 3 მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე – ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე

სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. „სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ […]
ირაკლი ნადარეიშვილი გაეროს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მე-9 ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აშშ – ში, ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მე-9 ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელოვან როლს. ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე დელეგატებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული […]
პარლამენტში დღეს 9:30-დან უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ მოქმედებს

პარლამენტში დღეს 9:30-დან უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ მოქმედებს საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის […]
3 დაკავებული მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე- ომბუდსმენის აპარატი

3 დაკავებული მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე- ომბუდსმენის აპარატი სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, […]
მერაბ დვალიშვილი აშშ-ში ავარიაში მოჰყვა – როგორია ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა [VIDEO]

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნიუ-იორკში ავარიაში მოყვა. ქართველმა სპორტსმენმა ცოტახნის წინ სოც. ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ინციდენტის კადრები ჩანს. სპორტსმენი “Uber”-ით გადაადგილდებოდა, როდესაც მისი მანქანა სხვა 4 ავტომობილთან ერთად, საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. მერაბის თქმით, ის არ დაშავებულა და კარგადაა.