4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კობახიძეს და დარჩიაშვილს შეხვდა

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამჯერად პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგმა. მისი თქმით, რუსულ კანონზე უარის თქმით, ხელისუფლება ევროპულ გზაზე დარჩენას შეძლებს. “პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ვერასდროს იქნება ევროკავშირის წევრობასთან თავსებადი და ეს […]
“კომპანიები მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ, აღარ ჩქარობენ ახალი კადრების აყვანას” – მედეა ტაბატაძე

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. თუ საქსტატის მონაცემებს შევხედავთ, 2010 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე 2023 წელს ყველაზე დაბალი იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებულ პროცესებს შრომით ბაზარზე გავლენა აუცილებლად ექნება. საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიზნესი მოვლენებს აკვირდება და გადაწყვეტილების […]
საპატრიარქო მიხეალ როთის ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეალ როთის მიერ ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა […]
„საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო ნეგატიურ გავლენას სანქციების დაწესების შემთხვევაში უნდა ველოდოთ“ – ზურაბ ლალაზაშვილი

„საფონდო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ფასების ვარდნა და ლარის მკვეთრი გაუფასურება დიდი ალბათობით, სწორედ ამ კანონის მიღებას და შესაძლო სანქციების შესახებ განცხადებებს უკავშირდება, რადგან ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა“, – ამის შესახებ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა „კომერსანტთან“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როგორ განვითარდება პროცესები საფონდო ბირჟაზე, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. „თუ […]
Wizz Air საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად თანამშრომლობას იწყებს

Wizz Air საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან დამწყები პილოტების პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით იწყებს თანამშრომლობას. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ავიაკომპანიის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს სტუდენტების მხარდაჭერას, მათი კარიერული წინსვლის უზრუნველყოფას და საავიაციო ლიდერების მომავალი თაობის გაძლიერებას. „Wizz Air-მა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროექტი 2017 წელს წამოიწყო და ამჟამად წარმატებულად თანამშრომლობს ესტონეთის, […]
სომხეთს სურს ევროკავშირში წელს გაწევრიანდეს

სომხეთს სურს ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რომელ წელს? ჰკითხა მას ჟურნალისტმა. „წელს“, – უპასუხა ფაშინიანმა ღიმილით. წლევანდელი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტი 14-დან 15 მაისს იმართება. მარტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გამოაცხადა აქტიური დისკუსიები რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა […]
EBRD-მა და GCF-მა “თიბისი ბანკს” $25 მილიონის სესხი გამოუყო – რაზე დაიხარჯება?

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) “თიბისი ბანკს” 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტებისკენ. კერძოდ, EBRD-ი გამოყოფს სესხის 75%-ს, ხოლო GCF-ი დარჩენილ 25%-ს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ერევანში, EBRD-ის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე მოეწერა.
შსს-ს ვერსიით, “ლიმონის” ოფისში ჩხრეკა და დამფუძნებლის დაკავება აქციაზე მის ქმედებას უკავშირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “ლიმონის” დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი აქციაზე სამართალდამცველზე ძალადობისთვისაა დაკავებული. შსს წერს, რომ ის, ადრეც ნასამართლევია. გიორგი ოკმელაშვილს ახლა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, […]
“დღეს FDI-ის კუთხით საქართველოში არის სრული კატასტროფა, ინვესტორები პროცესებს აკვირდებიან”- ლევან ყარალაშვილი

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში რეალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეფიციტია, ხოლო მიმდინარე მოვლენების ფონზე პროცესების კიდევ უფრო მეტად მწვავდება. ყარალაშვილის განმარტებით, ინვესტორები, რომლებიც ფიქრობდნენ ქვეყანაში შესაბამისი თანხების დაბანდებას გადაიფიქრეს ან გადაწყვეტილება შეაჩერეს. “რეალური […]
გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს, მას შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება

შსს-მ თბილისში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, შსს-ს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა”. – წერია შსს-ს განცხადებაში. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს […]