EBRD-მა და GCF-მა “თიბისი ბანკს” $25 მილიონის სესხი გამოუყო – რაზე დაიხარჯება?

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) “თიბისი ბანკს” 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტებისკენ. კერძოდ, EBRD-ი გამოყოფს სესხის 75%-ს, ხოლო GCF-ი დარჩენილ 25%-ს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ერევანში, EBRD-ის 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე მოეწერა.