უკრაინის სამხედრო ნაწილები ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლიდან გამოვიდნენ

ხარკოვის ოლქში მიმდინარე რუსეთის შეტევის ფონზე, უკრაინამ რამდენიმე სოფლიდან სამხედრო ნაწილები გამოიყვანა. უკრაინის სამხედრო სპიკერის თქმით, ჯარისკაცები ორ წერტილში ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცნენ, რის შემდეგაც მათ “შედარებით უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე” გადაინაცვლეს. ამასთანავე, ბოლო პერიოდში უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე გახშირებული იერიშების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო მომავალში უცხოეთში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა. ზელენსკის პრესმდივნის, სერგეი […]

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს – აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს „შინაგან […]

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ქალაქის მერიასთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებენ და მის გაწვევას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება. აქციის მონაწილეების თქმით, მათი არჩევანია ევროპა, ევროპული ღირებულებები და არ დათმობენ ამ არჩევანს. პარალელურად, გაფიცვა გრძელდება ქუთაისის […]

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო “სტამბაში” მიმდინარეობს. ცნობილია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბრის მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი და აღნიშნულის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები იქნება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების […]

IATA-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში IATA Consulting-ის ექსპერტები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობდნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა […]

„საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა” – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე თემატური დისკუსია მიმდინარეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა პანელი სახელწოდებით: „საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა”, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მან ისაუბრა […]

„სალომე ზურაბიშვილი – დედალ ჯაყოდ გადაიქეცი, ატყობ?! – ზურაბ ქადაგიძე

„სალომე ზურაბიშვილი – დედალ ჯაყოდ გადაიქეცი, ატყობ?! – ზურაბ ქადაგიძე „ერთადერთი ფუნქცია დაგრჩა, ფორმალურად პრეზიდენტი გქვია და პროტოკოლის დონეზე მაინც, შეგეძლო თავმოყვარეობა შეგენარჩუნებინა, თუმცა ეგეც ვერ შეძელი, საკუთარ ქვეყანაშივე თავზე გადაგახიეს პროტოკოლიც, თავმოყვარეობაც და უძირო ქოთანივით შენი ტრიბუნიანად კუთხეში მიგდეს!“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის […]

გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი დასავლეთში მოქმედ ანალოგიურ კანონებთან შედარებით ბევრად რბილია, ამიტომ, როცა იგივე ო’ბრაიენი გვეუბნება, რომ იქნებ ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოოთო – კი ბატონო, მზად ვართ

გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი დასავლეთში მოქმედ ანალოგიურ კანონებთან შედარებით ბევრად რბილია, ამიტომ, როცა იგივე ო’ბრაიენი გვეუბნება, რომ იქნებ ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოოთო – კი ბატონო, მზად ვართ „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი სანქციებზე და მას გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის არც რუსული არ უწოდებია, იმ ფონზე, რომ ამ იარლიყის მიწებებაში თავის დროზე დიდი […]

,, მართლა რომ გადავწყვიტო “ტრა&ის დაყენება” და გაჩერება, მამაჩემი უარესად დამიპადიეზდებს, უფრო დიდი ბიტით მცემს” – ცოტნე კობერიძე

გირჩის წევრი, ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მამაჩემს დაურეკეს გამთენიისას, შენ შვილს ტრაკი დააყენებინეო 😂 მამაჩემია ის კაცი ყველა დღე, მართლა ყველა დილით რომ მეუბნება: არ გაჩერდე, შებერე, შენი დროა, მიაწექი, უფრო გააქტიურდი, არაფერი დათმო. აი მართლა რომ გადავწყვიტო “ტრაკის დაყენება” და გაჩერება, მამაჩემი უარესად დამიპადიეზდებს, უფრო დიდი ბიტით მცემს 😂”

“პოლიციელს იდაყვი დაარტყა” – შსს–მ კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელი დააკავა

კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელი დაკავებულია – განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი 13 მაისის აქციაზე “პოლიციელებზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს. უწყება წერს, რომ “დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გ.ო. თბილისში დააკავეს. დანაშაული […]