სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონი ევროპულო საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საუბრის შინაარსის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

საპატრიარქო – მიხაილ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია

საქართველოს საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთისგანცხადებას გაუგებარს, უადგილოს და მიუღებელს უწოდებს. საპატრიარქოს განცხადების თანახმად, მიხაილ როთმა თავისი განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან, რაც „არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში“. „გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო […]

გია ცაგარეიშვილი – დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება, ამ პროცესებს ეროვნული ბანკი აკონტროლებს – არავითარი საპანიკო არ არის

მე არ ვარ ეკონომისტი, არ ვარ საფინანსო მიმართულების ექსპერტი, მაგრამ შემიძლია გითხართ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია. მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი გაუფასურება ამ ბანკების ფასიანი ქაღალდებისა წინა წლებშიც და შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებოდა ეს ფასი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა, ლონდონის საფონდო […]

“შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული…”- ნიკოლოზ რაჭველი

“შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული…”- ნიკოლოზ რაჭველი ნიკოლოზ რაჭველმა საკუტარი დაბადების დღეზე დედის საფლავი მოინახულა და ემოციური სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “შემოვუარე დედას სამუდამო სამყოფელში საბურთალოს სასაფლაოზე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა, რომ ბავშვობიდან მასწავლა საქართველოს სიყვარული, რომ 9 აპრილის ღამეს თან ვყავდი […]

IATA-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში IATA Consulting-ის ექსპერტები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობდნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ […]

სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია – რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია – შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება

რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ განცხადებას რობერტ ფიცოს “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “რ. ფიცოს სიცოცხლეზე თავდასხმა იყო დღეს. მას რამდენჯერმე ესროლეს და ამჟამად ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაშია. ამ მომენტში ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, ვინაიდან, ბრატისლავაში ჩასვლა ზედმეტად ბევრ დროს დაიკავებს, როდესაც გადაუდებელი ჩარევის საჭიროება არსებობს. შემდეგი […]

თეა ახვლედიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვდრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იან ბორჯისთან სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ეუთო-ს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის […]

ქუთაისში ახალგაზრდები რუსულ კანონს კვლავ აპროტესტებენ

ქუთაისში ახალგაზრდები რუსულ კანონს ქალაქის მერიასთან აპროტესტებენ. პარალელურად გაფიცვა გრძელდება ქუთაისის ორ უნივერსიტეტში – აკაკი წერეთლის სახელობისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექციებზე დასწრებას და აუდიტორიებში შესვლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

გუშინდელი კანონის ეფექტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე – იმედა კლდიაშვილი

გუშინდელი კანონის ეფექტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. დიდი იმედი მაქვს გაჩერდება. დამატება 4: 17:30 ზემოთ წამოვიდა BOG -10% TBC -12% დამატება 3: 16:00 ეხლა -15-%ია ორივე და იმედია ზემოთ წამოვა. დამატება 2: 14:45 BOG -17% TBC -15% დამატება 1: დღე ახლა იწყება იქ, ვნახოთ დღის ბოლოს რა იქნება

“დღეს ლარი დოლართან მიმართებაში უკვე მეოთხედ გაუფასურდა” – რამაზ გიგაური

დღეს ლარი დოლართან მიმართებაში უკვე მეოთხედ გაუფასურდა, ანუ საათობრივად ეცემა ლარის ფასი. მობაილკურსით 1 დოლარი უკვე 2,86 ლარია. სტანდარტული: 2,88 ლარი. ბევრი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რამხელა უფსკრულისკენ მიათრევენ ქვეყანას, რომ გადაჩეხონ.