ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი მიიღო

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან და უსაფრთხო მიგრაციის სისტემას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილებზე კონკრეტულ ცვლილებებს გამოიწვევს. ახალი წესები ევროპის თავშესაფრის სისტემას უფრო ეფექტურს გახდის და წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობას გაზრდის,“ – აცხადებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, […]

ლანდბერგისი: აღნიშნული კანონით გზა EU-სკენ არამხოლოდ რთულდება, არამედ საერთოდ არ იქნება

მე ვსაუბრობ ასევ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის სახელით, რომ ჩვენს ქვეყნებში დაუშვებელია ისეთი კანონების მიღება, რომლებზეც საუბარია საქართველოში. აღნიშნული კანონით გზა ევროკავშირისკენ არამხოლოდ რთულდება, არამედ საერთოდ არ იქნება. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ამ სიტყვების თქმა, მაგრამ უნდა ითქვას ყველაფერი.

ლანდსბერგისი: დღეს დავრწმუნდით, რომ ეს კანონი NGO-ების წინააღმდეგაა

საქართველოში ჩამოსული 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლიბ ბრიფინგს მართავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, დღეს ნამდვილად დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. “ჩვენ ვერ მოგვატყუებს რიტორიკა, რაც ამ კანონის გარშემოა და ველოდებით პრეზიდენტის ვეტოს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალეობასთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასეთი სახითაა […]

„ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის” – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს: “გუშინ, საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ გადალახა რუსული სტილის “უცხოელი აგენტების” კანონპროექტი, ხალხის ნების ძალადობრივი დარღვევით და მკვეთრი უარის თქმით მის ევროატლანტიკურ გზაზე. ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის.”

„ობრაიანის მსგავსად, მეც ვთვლი რომ ივანიშვილი რაღაცნაირად შეცდომაშია შეყვანილი და უკვე უნდა დაიწყოს იმის მიხვედრა, რომ შეცდომაშია შესული“ – გიორგი ქობულია

„ობრაიანის მსგავსად, მეც ვთვლი რომ ივანიშვილი რაღაცნაირად შეცდომაშია შეყვანილი და უკვე უნდა დაიწყოს იმის მიხვედრა, რომ შეცდომაშია შესული“ – გიორგი ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ივანიშვილის პარტიას შტატებთან ურთიერთობის დალაგების გამოსავალს სთავაზობს. “ოცნების” ექსმინისტრი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი და უნდა მიხვდეს, რომ შტატებს არ შეუძლია დაურეკოს შვეიცარიის ბანკს და […]

მიხაილ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია – საპატრიარქო

მიხაილ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია – საპატრიარქო საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება: „გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი […]

“ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით” – ოლივერ ვარჰეი

“ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით” – ოლივერ ვარჰეი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს: „ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის, მათი არჩევანის – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და ქვეყნის ევროპული […]

გიორგი ქადაგიძე: რას ნიშნავს პერსონალური სანქციები და ვის ეხება ისინი?

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე (2009-2016 წლებში) განმარტავს თუ რას ნიშნავს პერსონალური სანქციები, ვის ეხება და რა გავლენა ექნება დასანქცირებულ პირებზე. „ნეტგაზეთი“ გიორგი ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ვის შეეხება? სანქციები ეხება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს რომელიც: · პასუხისმგებელია, მონაწილეობდა ან ხელს უწყობდა დემოკრატიული პროცესების ან ინსტიტუტების ხელის შეშლის ნებისმიერ ქმედებაში; · პასუხისმგებელია, მონაწილეობდა […]

ჯაფარიძე: რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ სანქცია დაუწესონ? ეგეთი დემოკრატია არ მომწონს

ეს არის დემოკრატია? რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით. ვთქვათ, მე დავაშავე. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს. ამბობს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, რუსული კანონის მხარდამჭერი ვიქტორ ჯაფარიძე. 14 მაისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ “თუ ამ კანონს მიიღებენ ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობით და […]

ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის 40%-იანი ბარიერი გააუქმა

ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 40%-იანი ბარიერი გააუქმა. ამასთან, საპარლამენტო არჩევნების სისტემაში დელეგატები შემოდიან. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 1-მა ადამიანმა მისცა. არსებული ნორმით, საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 პროცენტზე მეტს აიღებდა. ცვლილებებით კი ეს ბარიერი უქმდება. გარდა ამისა, საპარლამენტო სისტემაში დელეგატების განსაზღვრის ახალი […]