გაირკვა, რა თანხას მოსთხოვს”ვალენსია” მამარდაშვილში “ნიუკასლს” – ქართველი ბარახამ შეაქო

“სოსიედადთან” სან-სებასტიანში 17 მაისს ჩასატარებელი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე “ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქო: “ყველაფერი დამოკიდებულია მის შედეგებზე და უნარებზე, რასაც მოედანზე აჩვენებს. უმაღლესი კლასის მეკარეა, რაც ლოგიკურად, უკეთეს გუნდად გვაქცევს, უფრო კონკურენტუნარიანი და გადამწყვეტია, რამეთუ თავისი სეივებით ქულები მოაქვს. რაც ამ სეზონში გააუმჯობესა, საკმაო სტაბილურობაა. როგორც ყველამ, გიორგიმაც […]

7-ქალა | ევროპამდე ტურში

საქართველოს 7-ქალა 17 მაისს საფრანგეთში, ქალაქ ტურში გაემგზავრება და რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადების მიზნით თამაშებს გამართავს. გოგონები 20 მაისს ტურის ორ გუნდთან ითამაშებენ, 24 მაისს კი ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვებიან, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან ერთად ჩეხეთის, ისრაელის და ანდორას ნაკრებები ითამაშებენ. საქართველო “დ” ჯგუფში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების, ვურესის და მაიოტის წინააღმდეგ ითამაშებს. ტურში 15 მოთამაშე […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან – ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს

ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებულები ვიყავით მიღებული ინფორმაციით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტული მესიჯი გვაქვს არა მხოლოდ სახლში დასაბრუნებლად, არამედ მათთვისაც, ვინც უფრო დიდი გაერთიანებების, მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუტების ნაწილი არიან. ანუ წავიღოთ […]

ცაჰკანა: არის მხოლოდ ორი არჩევანი – ევროკავშირისკენ ან რუსული გავლენისკენ

დღევანდელი შეხვედრები იყო ძალზედ სასარგებლო იმისათვის, რომ ჩავწვდომოდით მთავრობის მენტალობას, პარლამენტარების მენტალობას, როგორ ფიქრობენ ისინი. ასევე შეხვედრები არასამთავრობოებთან თვალის ამხელი იყო. ჩვენი გზავნილი ნათელია, ნათელია ის, რომ საქართველოს ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა იმოძრაოს ევროკავშირისკენ და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. არის მხოლოდ ორი არჩევანი – ევროკავშირისკენ ან რუსული გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ […]

ლანდსბერგისი: თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩეს, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები

თუ ერთ მხარს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს განსხვავებული რამ, კომპრომისი არ მოხდება ასეთ პირობებში. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩეს, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები. ასე არ იმუშავებს ეს.

ანტირუსული აქციები თბილისსა და ბათუმში – 15 მაისი

თბილისსა და ბათუმში 15 მაისს, საღამოს კვლავ იმართება ანტირუსული აქციები. ორივე ქალაქში მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ კანონს, რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო. 19.30: თბილისში სტუდენტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობას აწყობენ გმირთა მოოედნის მიმართულებით. 19.00 საათზე დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმშიც: მოვლენების განვითარებას თვალი ადევნეთ აქ, მასალა განახლდება, ასევე “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” სოციალური მედიის არხებზე.

2 ბინა მოსკოვში და რუსეთში მიწის გაყიდვით მიღებული $140 000 – რა ქონებას ფლობს პაატა კვიჟინაძე?

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ დეკლარაცია ბოლოს 2023 წლის დეკემბერში შეავსო. “ქართული ოცნების” დეპუტატი დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლეს, ნინო გუნიავას უთითებს. – სტატის „ბიემ.ჯი“ აქვეყნებს. დეკლარაციის მიხედვით, კვიჟინაძე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 3 მიწის ნაკვეთს მშობლიურ საჩხერეში. მეუღლესთან ერთად თანასაკუთრებაში აქვს 150 000 ლარად 2015 წელს შეძენილი 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ილია ვეკუას ქუჩაზე. მეუღლე, ნინო […]

„ეს არ არის სწორი გზა და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს. აი ეს გახლავთ ჩვენი ნათელი პოზიცია” – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აცხადებს: „შეხვედრები რომლებიც გვქონდა დღეს, მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეგო რა მიმართულებით ფიქრობს მთავრობა, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების გაცნობა. ჩვენი გზავნილი იყო აბსოლუტურად ნათელი – საქართველოს ხალხს აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ და თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ეს არის ევროპისკენ, ან […]

კახა კალაძე – შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მომხდარით შეძრწუნებულია. „შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო. რობერტ ფიცოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, სლოვაკ ხალხს კი მშვიდობას!“, – წერს კალაძე. შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს დღეს ესროლეს. სლოკვაკეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.

ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან – განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა უწყებრივი მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე 2024 წელს ეუთო-ში მალტას თავმჯდომარეობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორჯთან შეხვედრას ეხმაურება. „ურთიერთპატივისცემისა და საერთო ევროპული […]