აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

თბილისში, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი აპროტესტებენ 14 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ. საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საერთაშორისო […]
ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს მას – ვარჰეი “აგენტების კანონზე”

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს საკანონმდებლო ინიციატივას “უცხოეთის აგენტებზე”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს: “ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მათი არჩევანის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის გვერდით”. მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა […]
ბანკებში დოლარი 2.90-2.91 ლარი ღირს, ევრო – 3.16-3.17 ლარი

რუსული კანონის მიღების ფონზე საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის (20:00 საათი) TBC ბანკში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს ბანკში კი 2.90 ლარი. რაც შეეხება ევროს, TBC ბანკში მისი ფასი 3.17 ლარია, საქართველოს ბანკში კი – 3.16 ლარი. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 2.86-2.88 ლარია, ევროსი – 3.11-3.13 ლარი. ოფიციალური […]
ვარჰეი: ხელისუფლებას ისევ აქვს შანსი, ამ საკანონმდებლო ინიციატივას გადახედოს

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი წერს, რომ ქართულ ოცნებას რუსული კანონის გადაფასებისა და გადახედვის შესაძლებლობა კვლავ აქვს. “ხელისუფლებას ისევ აქვს შანსი, ამ საკანონმდებლო ინიციატივას გადახედოს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მათ არჩევანთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ”. – წერს ვარჰეი მანამდე, ვარჰეიმ და საგარეო […]
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობა არ ასრულებს დაპირებებს, მთავრობა თუ გაყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოყვება

საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირისთვის მიცემულ დაპირებებს და საქართველოს მთავრობა თუ გაყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე. მისივე თქმით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გზის სიმბოლოა და ეს გზა არა […]
საპატრიარქომ მიხაელ როთის განცხადებას „ეკლესიის სტიგმატიზაციის სამწუხარო მცდელობა“ უწოდა

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა 14 მაისს თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის განცხადებას. საპატრიარქომ როთის განცხადებას ეკლესიის სტიგმატიზაციის სამწუხარო მცდელობა უწოდა. „ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა […]
„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას“ – ირაკლი კობახიძე

„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი. „მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი“, – […]
ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების […]
ეკონომიკურმა ბლოკმა მსოფლიო ბაზრის უარყოფით რეაქციაზე, პოზიცია უნდა დააფიქსიროს – ხიშტოვანი ქართული კომპანიების აქციების გაუფასურებაზე

ავანტურულ პოლიტიკური თამაშების ეკონომიკურ ფასს წარმატებული ქართული კომპანიები იხდიან – ასე აფასებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი Facebook-ის პირად გვერდზე, რუსული კანონის მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების Bank of Georgia Group-ის, Georgia Capital-ის და TBC Bank Group-ის აქციების ღირებულება მკვეთრ შემცირებას. „ავანტურულ პოლიტიკურ თამაშებს ყოველთვის ექნება ეკონომიკური ფასი. ახლა, ამ ფასს იხდის […]
თურქეთი თვლის, რომ რაფაჰზე ისრაელის იერიში მიუღებელია

თურქეთის საგარეო საქმეა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ქალაქ რაფაჰზე ისრაელის არმიის თავდასხმა მიუღებელია. ეს ინფორმაცია Reuters-ის სააგენტოს მიაწოდა წყარომ თურქეთის დიპლომატიური წრეებიდან. ფიდანმა ბლინკენს უთხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში და აღნიშნა, რომ უნდა მოგვარდეს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ზღუდეების […]