ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს: ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდგომ […]

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა შეძახილებით – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, პროტესტის ნიშნად ქუჩებში მსვლელობას შეძახილებით – “არა რუსულ კანონს” მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ყველა დაწესებულებასთან მივლენ, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონონ. “მშვიდობიანი ევროპული მარში გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროპა და სხვა არაფერი. დაუყოვნებლივ, როგორც შემოიტანეს, ისე გაიწვიონ უკან კანონპროექტი და დაასრულონ ხალხის მღელვარება. რუსული მთავრობაა, რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთით მიათრევს. […]

“გლობალური ომის პარტიის მიერ ომში ჩათრევაზე” პროპაგანდას მინისტრები რუსულ ნარატივს უწოდებენ

4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს პრესკონფერენციაზე გლობალური ომის პარტიის მიერ ომში ჩათრევის მცდელობაზე ქართული ოცნების პროპაგანდასთან დაკავშირებით ჰკითხეს. მას მინისტრებმა რუსული ყალბი ნარატივი უწოდეს. “სახუმარო და სასაცილო, ალბათ, არ არის. ეს არის კრემლის ნარატივი და ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ასეთი პერსპექტივა, ეს არის ყალბი ნარატივი და როცა არსებობს დიდი სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის დიდი მისწრაფება […]

ოკმელაშვილის ცოლის ძმა: კადრებში ახალგაზრდა გოგოს ესარჩლება

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა, გიორგი ჩხეიძე დაკავების დეტალებს იხსენებს. როგორც ის ამბობს, ოკმელაშვილი სამსახურში აიყვანეს. “ჩაეხუტა ბავშვს, წავიდა სამსახურში, სადაც მოხდა მისი აყვანა. ჩემს დას, თამთას დაურეკეს, რომ ჰქონდათ მასთან სალაპარაკო, ბავშვი იყო ექიმთან მიყვანილი. ჩვენ მოვასწარით და დავურეკეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ვინაიდან მოსულიყვნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. სანამ ჩემი და მოვიდოდა, საია-დან იურისტიც მოვიდა […]

„ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან – ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს“ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

„ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან – ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს“ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებულები […]

ლანდსბერგისი: თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩეს, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები

თუ ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს განსხვავებული რამ, ასეთ პირობებში კომპრომისი არ მოხდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩეს, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები. ეს ასე არ იმუშავებს

საბანკო ასოციაცია: საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია

ქართული ბანკების აქციების ვარდნის და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. “საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საბანკო ასოციაციის სახელით დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი. ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას” – წერია განცხადებაში. რუსული […]

იმ მხრივ თუ როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცავები დემონსტრანტებს – დაშინება, დაკავებები და ასე შემდეგ – ეს ნორმალური არ არის – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თბილისში ჟურნალისტებთან განაცხადა: “სპეკულირება არ მინდა. კიდევ ერთხელ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მან საკუთარი გზა აირჩია ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენი ინტერესი ამაში საქართველოს ინტერესს ემთხვევა, ვინაიდან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას, ალბანეთს, სხვა ქვეყნებს ევროკავშირისკენ გზაზე. გვჯერა, რომ ეს ყველა ქვეყნის უფლებაა. თუმცა, ასევე, ვალდებულებებია. ვალდებულებები სამართლებრივი – სასამართლო სისტემის […]

სტუდენტებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს – გზა გადაკეტილია

სტუდენტებმა კოსტავას ქუჩიდან აქცია-მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. ცოტა ხანში მათ მსვლელობით შეუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც სპორტის სასახლიდან დაიძრნენ. ამ დროისთვის გმირთა მოედანი გადაკეტილია. ახალგაზრდები ახალ და უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “შემიძლია ვთქვა, რომ მომზადებულები ვიყავით მიღებული ინფორმაციით, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტული მესიჯი გვაქვს არა მხოლოდ სახლში დასაბრუნებლად, არამედ მათთვისაც, ვინც უფრო დიდი გაერთიანებების, მაგალითად ევროკავშირის ინსტიტუტების ნაწილი არიან. ანუ წავიღოთ აქ მიღებული ინფორმაცია ბრიუსელში, ჩვენს კოლეგებთან, ასევე ნატოშიც, ვინაიდან, ჩვენი კოლეგები იქ ნამდვილად დაინტერესებულები არიან […]